საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება.

"რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით.

შესაბამისად, როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რაც შეიძლება მალე, დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის", — განაცხადა მინისტრმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესის გახსნისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი დღეს, 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.