"ასწავლეთ თქვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს, სტუდენტებს ქართული ენა სიყვარულით" — რამილია ალიევა
ფოტო: რამილია ალიევა
ქართულის სწავლა რომ დავიწყე, წერის დროს "ჯ" და "ჭ" მეშლებოდა სულ: დედაჩემს ვურეკავდი, დედა ამ სიტყვაში რომელია, ბაფთიანი თუ ჯოხიანი... აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, აზერბაიჯანულენოვან გარემოში ვცხოვრობდი. ქართული ანბანი ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, ყველა რვეულში ვხატავდი ასოებს, ანბანი ვიცოდი, სიტყვები არა. ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში დამავიწყდა სიტყვა "გააჩერეთ", ბოლო გაჩრებამდე გავყევი და მერე ისევ უკან დავბრუნდი იმავე მარშრუტით, პატარა ვიყავი და ალბათ, კითხვა მომერიდა.
ქართული ენა რთული ენაა არაქართულენოვნისთვის. სალაპარაკო ენა როცა ვისწავლე, გამოიკითხეს, ჩემთვის იპოვეს მასწავლებელი, რომელზეც ამბობდნენ, ყველაზე კარგად ასწავლის აბიტურიენტებსო. მესამე გაკვეთილი იყო აბო თბილელის წამება. ქართული ენის მასწავლებელი ისე არაჰუმანურად მოიხსენიებდა სხვა ერის, სხვა რელიგიის ადამიანებს, კულტურას. მეოთხე გაკვეთილზე არ წავედი, შემეშინდა.
გაუცხოება სულ იყო, დღესაც არის. ეს არც თქვენი, ქართველების ბრალია, არც ჩემი — საქართველოს აზერბაიჯანელის. მიზეზები ბევრია, მიზეზებზეც უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა. ვისაუბრებთ კიდევაც.
მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რას განიცდიდა ის პატარა მუსლიმი გოგო, რომელსაც უბრალოდ ქართულის სწავლა უნდოდა და იმისგან, ვინც ქართულს ასწავლიდა, ისმენდა უსაზღვრო ზიზღს მისგან განსხვავებულების მიმართ. თან თემა იყო აბო თბილელის წამება...
იმ პატარა გოგოს, რომელიც ახლა ამ სტატუს წერს, გაუმართლა, მერე შეხვდნენ ადამიანები, რომლებმაც მას სიყვარულით ასწავლეს ქართული. შეხვდა ადამიანი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი შეაყვარა, ალუდა ქეთელაურის მაგალითზე ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაეხმარა, მაგრამ ყველას ხომ შეიძლება არ გაუმართლოს ისე, როგორც მე გამიმართლა.
ასწავლეთ თქვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს, სტუდენტებს ქართული ენა სიყვარულით.
ხშირად მათთვის თქვენ პირველი ქართველი ხართ, ვისთანაც ურთიერთობა აქვთ.
გილოცავთ 14 აპრილს, ქართული ენის დღეს!
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა

კომენტარები