ჩვენთვის პრობლემაა ლელოსა და ენმ-ის სურვილი, რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ — ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა და ლელო გააზრებულად თუ გაუაზრებლად რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ. ასე ეხმაურება ის ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ოპოზიციური პარტიების უკრაინაში წასვლას.
"ამ გუნდებს, პოლიტიკურ ჯგუფებს თითქოს აქვთ იგივე პოზიცია, რაც აქვს ევროპულ საქართველოს რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი, ეს მათი სიტყვებია. თუ ისინი ასე თვლიან და გულწრფელები არიან ამ შეფასებაში, აუხსნან საზოგადოებას რატომ თვლიან პუტინისტურ-კოლაბორაციონისტულ რეჟიმის დეკორაციად ყოფნას და მათთან, როგორც თვითონ ეძახიან თანამშრომლობას მნიშვნელოვან საკითხებზე საჭიროდ ჩვენი ქვეყნისთვის. თვლიან, რომ ერთი ვიზიტით უკრაინაში არსებითად იცვლება ქართული ოცნების ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პოლიტიკა? ანუ ამაშია არსი?!" — განაცხადა მან.
ბოკერიას თქმით, მათი ამოცანა რეჟიმის შეცვლაა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაბიჯებით კი ეს ამოცანა ზიანდება. ამასთან, ბოკერია დასძენს, რომ ეს ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით საზოგადოების მობილიზაციასაც. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, რეჟიმისთვის პუტინისტის წოდება, მეორე მხრივ, კი მათ დელეგაციასთან ერთად წასვლას, საზოგადოებისთვის, სულ მცირე, დამაბნეველია.
"ევროპული საქართველო ვთვლით მნიშვნელოვნად, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებს მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია. მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი განსხვავება ნაციონალური მოძრაობისგან, ლელოსგან, საპარლამენტო ოპოზიციისგან, ამავე დროს მათ ჰქონდეთ წნეხი ჩვენი საზოგადოებისგან რათა ახსნან თავისი პოზიცია ან შეცვალონ თავისი პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ საქმეში, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გასვლა ამ ჭაობიდან ჰქვია", — აღნიშნავს ის.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს". პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ადამიანური და ისტორიული ვალია.
"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.
გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ 13 აპრილს პაპუაშვილთან ოფიციალური ზარი ექნება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მოწვევას. დღეს პაპუაშვილმა დაწერა, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. როდის ჩავა ის უკრაინაში არ დაუკონკრეტებია. ამასთან, როგორც გუშინ, 12 აპრილს გახდა ცნობილი, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას კვირის ბოლომდე გეგმავს. დელეგაციის წევრებს შორის, სავარაუდოდ, იქნებიან დავით სერგეენკო, ბექა ოდიშარია და არჩილ თალაკვაძე.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები