ლაიენმა ზელენსკის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას მხარს დაუჭერს, რათა ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსი დაჩქარებულად, რამდენიმე კვირაში მიიღოს
"ამ კონვერტში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ. კითხვარი, რომელიც აქ არის, არის ჩვენი განხილვის საფუძველი უახლოეს კვირებში. სწორედ აქედან იწყება თქვენი გზა ევროპისა და ევროკავშირისკენ", — ციტირებს ლაიენს CNN.
როგორც BBC წერს, ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიური ნგრევისკენ წავა, მაშინ როცა უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიდის.
ფონ დერ ლეიენმა თქვა ისიც, ზელენსკისთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უკრაინამ კითხვარი რამდენიმე კვირაში შეავსოს. CNN წერს, ზელენსკიმ ლაიენს ხუმრობით უპასუხა: "ჩვენ მზად გვექნება პასუხები, ერთ კვირაში".
"დღეს მივიღეთ კითხვარი ევროკომისიისგან, რომლის პასუხები იქნება საფუძველი ევროკომისიის დასკვნის მომზადებისთვის უკრაინის მზადყოფნის შესახებ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის", — თქვა ზელენსკიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი დღეს, 8 აპრილს კიევში ჩავიდნენ. ზელენსკისთან შეხვედრამდე ისინი ბუჩაში იმყოფებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას ხელი 28 თებერვალს მოაწერა. პირველ მარტს კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უმკაცრესად გმობს რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები