ვინც რეპრესიებზე თვალს მოხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს — კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბოლქვაძეზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ცენზურაზე საუბრობენ და პარლამენტის წევრს, ელისო ბოლქვაძეს მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა და აღარსრულოს კულტურის კომიტეტმა საკუთარი მოვალეობა. მათი თქმით, ის, ვინც თვალს ხუჭავს რეპრესიებზე, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს.
პარლამენტში პარტია ლელოს წევრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, დასრულების შემდეგ კი ბრიფინგი გაიმართეს.
"მოვითხოვთ ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, რომელიც წარმოადგენს კულტურის სფეროს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ მტრული გარემოს გამო და ამ ცენზურის გამო და სხვა უამრავი შემაფერხებელი გარემოების გამო მოვითხოვთ, რომ მას ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული იუნესკოში, რომელიც მას აქვს. ადამიანი, რომელიც კულტურის სფეროში მიმდინარე რეპრესიებზე თვალს მოხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს მიგვაჩნია ჩვენ", — თქვა პოეტმა, პაატა შამუგიამ.
მისივე განცხადებით, კულტურის სფეროში კრიზისი დგას. შამუგიას შეფასებით, დახშულია კომუნიკაცია და ჩამკვდარია დიალოგი კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის.
"ყველაზე მავნე და გამანადგურებელი ამ სფეროსთვის არის, ჩემი გადმოსახედიდან, ის, რასაც ცენზურა ჰქვია და რომლის მცდელობის არაერთ მაგალითს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ, დავინახეთ, მათ შორის, ლიტერასთან დაკავშირებით, მწერალთან სახლთან დაკავშირებით. იქამდე წიგნის ცენტრთან დაკავშირებით. მუდმივად მიდიოდა ეს წნეხი. მე ახლა კონკრეტულად მწერლობაზე ვსაუბრობ, მაგრამ ნებისმიერი სხვა სფერო ეს იქნება კინოცენტრი თუ ეროვნული მუზეუმი, თუ სხვადასხვა მუზეუმი ყველგან მიდის ცენზურის მცდელობა. არა თუ მცდელობა, უკვე ბევრგან განხორციელებულია ეს ქმედება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტმა, კულტურის კომიტეტმა აღასრულოს თავისი მოვალეობა", — თქვა მან ბრიფინგზე.
კინორეჟისორმა, სალომე ჯაშმა კი თქვა, რომ თეა წულუკიანმა მოახდინა კულტურის სფეროს უზურპაცია. კულტურის მკვლევარმა სოფიო კილასონიამ აღნიშნა ისიც, რომ კულტურის სამინისტრო დევნის განსხვავებულ აზრს, ასუსტებს ინსტიტუციებს.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები