გატარდეს სათანადო ზომები აქტივისტის მიმართ პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის მუქარაზე — საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო ორგანოს პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის მიერ აქტივისტის მიმართ მუქარის ფაქტების დროული გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების გამოვლენისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, საიას თქმით, საგამოძიებო ორგანომ უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.
ორგანიზაცია, რომელიც სამირა ბაირამოვას უფლებებს იცავს, განმარტავს, რომ აქტივისტმა არაძალადობრივი აქტით — ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით მარნეულში ალტ-ინფოს პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტა.
"რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში ვიდეო მიმართვა ჩაწერეს, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით მუქარას შეიცავს. ვიდეო მიმართვაში ძალადობრივი ჯგუფი პარტიის სიმბოლიკის გადაღებვას, რელიგიური სიმბოლოს — ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩენს, რითაც ცდილობს პრორუსული პარტიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ქრისტიანულ რელიგიასთან დაპირისპირების სახე მისცეს. პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია", — ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ასეთი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია. შესაბამისად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და მოძალადე ჯგუფებს ახალისებს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ბაირამოვას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალტ-ინფოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ომი შეადგინა. ამაზე, გუშინ, 16 მარტს სამირა ბაირამოვამ On.ge-ს განუცხადა, რომ მას ოქმზე ხელი არ მოუწერია.
ალტ-ინფოს ოფისზე ბანერის შეღებვის შემდეგ სამირა ბაირამოვამ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო. მან საგამოძიებო უწყებას იმავე დღეს მიმართა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები