პუტინის ბრძანება არის ზეწოლის მცდელობა დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ —კულება
ფოტო: Unian
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტკულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანასთან დაკავშირებით, არის უკრაინაზე ზეწოლის მცდელობა, დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ.
"როგორც შენიშნეთ, ეს ბრძანება მიიღეს მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება ორი დელეგაციის შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ. ჩვენ ამ ბრძანებას ვხედავთ, როგორც ფსონების ამაღლებისა და უკრაინის დელეგაციაზე დამატებითი ზეწოლის მცდელობას", —თქვა კულებამ.
საგარეოს მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები მზად არიან, "მოუსმინონ რუსეთის სათქმელს" და განიხილონ, როგორ შეაჩერონ ომი.
პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ. რუსული გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებიდან გაურკვეველია, ეხება თუ არა ეს ბირთვულ იარაღს.
- ბირთვული იარაღის საფრთხე? — რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის ბრძანება "განსაკუთრებულ საბრძოლო რეჟიმზე"
ბრძანებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთთმანეთს მოსალაპარაკებლად უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში შეხვდებიან.
24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.
ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
კომენტარები