ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის მეგობარი გიორგი ლილუაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი დაკითხვის ოქმიდან მნიშვნელოვანი დეტალები გამქრალია. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძემ მას დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტები და 1-ტერაბაიტიანი ფლეშკა აჩვენა, თუმცა მისი თქმით, ეს ინფორმაცია დაკითხვის ოქმში არ შეიტანეს.
"მე ვუთხარი, რომ დაემატებინათ ჩანაწერში, მეექვსე მუხლში, სადაც ეწერა, რომ მე მანქანაში შევხვდი ზურაბ ჯორბენაძეს, ჩაემატებინათ ზუსტად ის პუნქტი, სადაც მე ვაფიქსირებდი, რომ ზურაბ ჯორბენაძემ მანახა დოკუმენტები, მათ შორის მითხრა, რომ იყო ეს ის დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტი და ეს უნდა გადაეცათ თვითონ ჩუბინიძისთვის [დიმიტრი ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი. News.On.ge] და ასევე ფლეშკა 1-ტერაბაიტიანი, რომელზეც იყო საპატრიარქოდან გამოტანილი ინფორმაცია დატანილი. აი, ეს მითხრა ზურაბ ჯორბენაძემ და ეს არ ჩაამატეს შიგნით [დაკითხვის ოქმში] და მითხრეს, რომ დამატებით კიდევ დაგიბარებთ ამ საკითხთან დაკავშირებითო, თუ დავინტერესდებითო... მთავარი საკითხი ეგ იყო", — ამბობს ლილუაშვილი.
ის ასევე ამტკიცებს, რომ ჯორბენაძე თვითმკვლელობით არ გარდაცვლილა, ის "მოიცილეს".ა მ საქმის გამოძიებასაც, მისი აზრით, შეუძლია მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინოს ხელისუფლებისა და სამართალდამცველების მიმართ.
"ახლა ზურა ჯორბენაძის საქმის გამოძიება თავდაყირა დააყენებს მთელ სასამართლო სისტემას და მთელ პროკურატურას. პროკურორები, 200 პროკურორს ადებდა ხელს, მოსამართლეებს ყველას ადებდა. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ადამიანი ექიმებში არ დადის, ანალიზებს არ იკეთებს და მკურნალობას არ იტარებს? ეს აბსურდი არის. ახლა, მე გასვენებაში და პანაშვიდზე რომ ვიყავი მისული, ახლოს ვნახე, ვერ დავაფიქსირე ის ნაჭდევები, რომელიც ჩნდება ჩამოხრჩობის პროცესში და ეს ნიშანი უნდა ჰქონოდა ზურაბ ჯორბენაძეს, ის რომ ჩამოეკიდა და მე ვერ დავაფიქსირე. და ექსპერტიზა თუ არის ჩატარებული, რა ექსპერტიზაა ჩატარებულს გვანახონ. ამ მასალებიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული მასალები იყო და ზურაბ ჯორბენაძე მოიცილეს. მდინარაძე მით უმეტეს უნდა გამოიკითხოს, იმიტომ რომ ჯორბენაძე იძახდა, რომ მისი აგენტი იყო ის. და თადუმაძეც კიდევ, ეგ მოადგილე რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისიც გამოკითხოს, იმიტომ რომ ისიც, როგორც ზურაბ ჯორბენაძე იძახდა, ისიც მისი აგენტი იყო და დანარჩენებსაც, ვის სახელებსაც ის იძახდა, ისინიც გამოსაკითხები იქნებიან, იმიტომ რომ ისინიც ზურაბ ჯორბენაძე იძახდა, რომ მისი აგენტები იყვნენ. მდინარაძე-კობახიძის გამოკითხვას ამ ხელისუფლებაში და ამ სიტუაციაში ნამდვილად არ ველოდები, მაგრამ თუ შეიცვლება ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიც და მეორეც ციხეში ამოყოფენ თავს", — აცხადებს ლილუაშვილი ტვ პირველთან საუბრისას.
"ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც აზერბაიჯანს დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი გადასცა და მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერი ღარიბაშვილი 1-ელ სექტემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-5 წერილში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევას ითხოვს. მისი თქმით, 2026 წლის თებერვალში კობახიძისა და მდინარაძის დავალებით მას აჩვენეს გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, სადაც ის პრემიერ კობახიძეს აკრიტიკებდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ გადასცეს გზავნილი, რომელშიც "გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი" — ხომ არ იდგა ის ხსენებული სტატიის უკან. მოგვიანებით კი გაიგო, რომ სტატიის რესპონდენტმა, ლაზარე ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
ამის გამო ღარიბაშვილი სვამს კითხვას, ნამდვილად იყო თუ არა მისი გარდაცვალება თვითმკვლელობა და რა გახდა ამის რეალური მიზეზი.
ექსპრემიერის წერილს მალევე გამოეხმაურა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, "ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო, მისი თვითმკვლელობა კი იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა".
ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
ლაზარე ჯორბენაძე პოლიტიკური აქტივისტი და უფლებადამცველი იყო. ის 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა. საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება, თუმცა მის ახლობლებს, თანაპარტიელებსა და საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამასთან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლაზარე ჯორბენაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა მწვავე ინტერვიუ, სადაც მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს.
მეტი ლაზარე ჯორბენაძის შესახებ
- ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
- სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
- "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
- ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
- განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
- ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები