"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
პრემიერი კობახიძე გამოეხმაურა გაზეთ "სავალ-დასავალის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძესთან საუბრისას გარდაცვლილი უფლებადამცველი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძე აცხადებს, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც აზერბაიჯანს დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი გადასცა.
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ "არავითარი ცვლილება ამ წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არ განხორციელებულა", "დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია".
"ეს იყო მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაზეც ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ღირს. მე ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ცვლილება ამ წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არ განხორციელებულა, არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა არცერთ ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ზოგადად ჩვენი მიზანია, რომ დავძრათ ეს პროცესი, მივაღწიოთ პროგრესს და პროგრესი უნდა იყოს მიღწეული, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა, შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერილა ხელი [შეთანხმებას] გასული წლების განმავლობაში დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამჟღავნდება.
...კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეეხება ზოგადად დემარკაცია-დელიმიტაციას, მათ შორის გარეჯის მონაკვეთს, არავითარი არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მარტივი ტყუილი, სპეკულაციები, რაც ძალიან მარტივად გამჟღავნდა, ამას კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი", — ამბობს კობახიძე.
ლაზარე ჯორბენაძეზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ "მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი", ის "ტრაგიკული პიროვნებაა და შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე".
"ადამიანი გარდაცვლილია, არ მინდა ახლა ამაზეც რაიმე ისეთი ვთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფვრადია. ის საუბრობდა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა — ასეთი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე და ვერცერთი ასეთი შეთანხმება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება, აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ტყუილი გაავრცელებინეს ამ კაცს. არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ამასთან დაკავშირებით არის მისი ოჯახის წევრის ჩვენება და ასე შემდეგ. ადამიანზეა საუბარი, რომელიც ბინაში იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. არ ვიცი, კაცი გარდაცვლილია და ახლა რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც ტყუილი დააწერინეს — არ არის ეთიკური ამ ყველაფერზე საუბარი", — განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, აპირებენ თუ არა პრემიერი დაკითხვაზე მისვლას, კობახიძემ განაცხადა, რომ "პროკურატურამ ვინც ჩათვალა საჭიროდ, ის დაიბარა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია".
"მე რა უნდა გავაკეთო კომენტარი? ეს დაახლოებით, აი, რა დონის ტყუილია, იცით? რომ ვიღაცამ რომ თქვას, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი რაღაცასთან, დავით გარეჯთან დაკავშირებით და აი, ამ დონის ტყუილია, როგორ შეიძლება ასეთ რამეზე სერიოზული მსჯელობა წარიმართოს?", — განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც აზერბაიჯანს დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი გადასცა და მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერი ღარიბაშვილი 1-ელ სექტემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-5 წერილში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევას ითხოვს. მისი თქმით, 2026 წლის თებერვალში კობახიძისა და მდინარაძის დავალებით მას აჩვენეს გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, სადაც ის პრემიერ კობახიძეს აკრიტიკებდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ გადასცეს გზავნილი, რომელშიც "გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი" — ხომ არ იდგა ის ხსენებული სტატიის უკან. მოგვიანებით კი გაიგო, რომ სტატიის რესპონდენტმა, ლაზარე ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
ამის გამო ღარიბაშვილი სვამს კითხვას, ნამდვილად იყო თუ არა მისი გარდაცვალება თვითმკვლელობა და რა გახდა ამის რეალური მიზეზი.
ექსპრემიერის წერილს მალევე გამოეხმაურა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, "ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო, მისი თვითმკვლელობა კი იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა".
ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
ლაზარე ჯორბენაძე პოლიტიკური აქტივისტი და უფლებადამცველი იყო. ის 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა. საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება, თუმცა მის ახლობლებს, თანაპარტიელებსა და საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამასთან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლაზარე ჯორბენაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა მწვავე ინტერვიუ, სადაც მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს.
მეტი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე:
- "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
- ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
- სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
- "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
- ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
- განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები