ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრემიერად მოსვლის შემდეგ, გუნდთან ერთად წელიწადი და 5 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოეფხვრა.
კობახიძის მტკიცებით, როდესაც მან პრემიერმინისტრობის პოზიცია დაიკავა, პარტიის საპატიო დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა კორუფციასთან დაკავშირებით "მკაფიო მინიშნება გააკეთა".
"მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერმინისტრის თანამდებობა, თქვენ იცით, რომ იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით, წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა გუნდთან ერთად და კიდევ ერთხელ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, იმისათვის, რომ აღმოგვეფხვრა ის პრობლემები, რომლებიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან.
წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა, მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებდი.
ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე, ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები და წელიწადი და ხუთი თვე, მათ შორის პირადად მე, დამჭირდა იმისთვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა, ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება, პირდაპირი მინიშნება პარტიის ყრილობაზე, ეს მივიღეთ როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი გავატარეთ ბოლომდე და წელიწადსა და ხუთ თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის გაწმენდა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი," — განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე, რატომ არ ებრძოდა ის პარტიაში არსებულ კორუფციას პრემიერმინისტრობამდე, კობახიძემ მიზეზად არასაკმარისი რესურსები დაასახელა.
"პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როცა უშუალოდ მართავ სისტემას, გაქვს სხვა რესურსი. იმ პირობებშიც კი, როდესაც მეკავა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა, იმ პირობებშიც კი, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა გუნდს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან.
მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ იმას თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი, პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას, ერთ თვეში მე დავიკავე პრემიერის თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა მოახერხა სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა, თუმცა, არათუ პარლამენტიდან, მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი, წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან," — ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერი ღარიბაშვილი 1-ელ სექტემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-5 წერილში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევას ითხოვს. მისი თქმით, 2026 წლის თებერვალში კობახიძისა და მდინარაძის დავალებით მას აჩვენეს გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, სადაც ის პრემიერ კობახიძეს აკრიტიკებდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ გადასცეს გზავნილი, რომელშიც "გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი" — ხომ არ იდგა ის ხსენებული სტატიის უკან. მოგვიანებით კი გაიგო, რომ სტატიის რესპონდენტმა, ლაზარე ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
ამის გამო ღარიბაშვილი სვამს კითხვას, ნამდვილად იყო წერილის ბოლოს ექსპრემიერი იმასაც წერს, რომ "საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
კომენტარები