კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
ფოტო: Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში 6 სექტემბერს პოლონეთიდან ჩავიდნენ. როგორც DW წერს, ორივესთვის ეს უკრაინაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ისინი ომის მშვიდობიანი გზით დასრულებაზე მუშაობენ. უკრაინის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ: გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო პირობები, უკრაინის დასავლელი პარტნიორების მოკლევადიანი მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
ზელენსკის განცხადებით, ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ამიტომ უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან ზამთრისთვის დახმარების პაკეტი სჭირდება.
"ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმებას შევძლებთ და იმედი გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერისაც, თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე სწორედ ასე გამოიყურება ვითარება", — განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინა ასევე ელოდება ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დიდი მოცულობით მიწოდებას და საჰაერო თავდაცვის სისტემების ახალ პარტიებს.
მანამდე ამერიკული გამოცემა Axios-ი, მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ზელენსკიმ უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრაზე ომის პირობებში უკრაინის ზამთრისთვის მომზადების საკითხი დააყენა. აშშ-ის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ სურთ, სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარღვევა ზამთრის დადგომამდე მოხდეს.
Axios-ის კიდევ ერთი, ანონიმური წყაროს ცნობით, კიევში გამართული მოლაპარაკებები კარგად წარიმართა. მისი თქმით, კუშნერსა და უიტკოფს სურთ, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამშვიდობო წინადადებების განახლებულ ვერსიაზე იმუშაონ.
როგორც DW წერს, მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ტერიტორიული საკითხიც იყო.
"ტერიტორიული საკითხი კვლავ აქტუალურია... ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა მისი განხილვის შესაძლებლობა გვქონდა. კვლავ იმავე აზრზე ვრჩები, რომ ასეთი რთული საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს"“, — განაცხადა ზელენსკიმ.
რა განცხადებები გაკეთდა?
მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ჯარედ კუშნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცნობიერებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება "ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია", თუმცა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ომის დასრულება, ადამიანების დაღუპვის შეჩერება და ოჯახებისთვის შვების მოტანა.
ერთი დღით ადრე უიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართეს მოლაპარაკებები. თეთრმა სახლმა შეხვედრას "შინაარსიანი" უწოდა, კრემლის განცხადებით კი, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვითარება რთულია. აშშ-ის ეს წარმომადგენლები მოსკოვში მანამდეც რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები