თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ფოტო: თიბისი
თიბისიმ, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.
თიბისი კაპიტალის გუნდმა მონაწილეებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა წარუდგინა, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კი გოდერძის განვითარების გეგმებისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა კურორტის ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობები ადგილზე დაათვალიერეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნესის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები.
"ინვესტორებს გავაცანით გოდერძის განვითარების გეგმები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ოთხსეზონიან კურორტს აქვს", — აღნიშნავს გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, — "თიბისისთვის აჭარა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონია — ჩვენ აქ 740 კომპანიის პარტნიორი ვართ. მათთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა სექტორში და ხელს ვუწყობთ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აჭარაში ჩვენი პორტფელი სრულად 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს; 49%-იანი წილით კი ბაზრის ლიდერები ვართ ბიზნესის დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გოდერძიზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს შევქმნით".
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის ზღვისპირა ნაწილის, არამედ მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა, ამ მხრივ კი გოდერძი განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კურორტი, "აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტია".
"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარების უწყვეტი ციკლი რეგიონულ ჭრილშიც მზარდ დინამიკაშია და ის ფაქტი, რომ აჭარა დღეს მრავალი თვალსაზრისით საინტერესო ადგილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონფერენცია და შეხვედრა იმართება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიმზიდველობას როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს ინიციატივების განხილვების თვალსაზრისით", — აცხადებს პატარაძე, — "ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის არა მარტო ზღვისპირა ნაწილის, არამედ მაღალმთიანეთის სწრაფი განვითარება, იქ არსებული მრავალფეროვანი პოტენციალის გათვალისწინებით. წელიწადის ოთხივე სეზონზე კურორტი გოდერძი ამ კუთხით, სრულად პასუხობს ბიზნესინტერესების ფოკუსში არსებობის სტანდარტებს და თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტი — როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაძლიერების კუთხით, რაც წარმოაჩენს კიდეც მთის კურორტების მნიშვნელობას რეგიონის მიმზიდველობის თვალსაზრისით.
"აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კონფერენციაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ, ცნობილი კომპანიები და დაინტერესებული პირები იღებენ მონაწილეობას, ასევე აქტიურად არიან ჩართული ჩვენი რეგიონის შესაბამისი უწყებები და დეპარტამენტები; იმედი მაქვს, ისინი ბევრ აქტუალურ საკითხს განიხილავენ და ერთობლივად გამოკვეთენ ჩვენი რეგიონის განვითარებისა და აჭარის მაღალმთიანეთის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ წამოწყებას დაუჭირა მხარი და იდეიდან რეალობამდე მიიყვანა ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა".
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები