როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
საქართველოს ბანკი — სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
ფოტო: საქართველოს ბანკი
სუხიშვილების ცეკვა სცენას სცდება — ის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას, ხასიათსა და ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ანსამბლი მაყურებელს რეგიონებში შეხვდება.
სუხიშვილების მოგზაურობა ქუთაისში იწყება — ქალაქში, რომელიც თავადაც ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებულ სინთეზს ქმნის.
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე წარდგებიან და მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას მოუყვებიან, ცეკვაში თქმულს.
ქუთაისი — ქალაქი, რომელიც სუხიშვილების მსგავსად ახლისა და ძველის სინთეზია
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ ქალაქში იმართება ნაციონალური ბალეტის რეგიონული კონცერტი. ქუთაისი იმერეთის გულია — ქალაქი, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის და რომელიც დღემდე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად რჩება. სულ მალე კი აქ, ქუთაისის სცენაზე, სუხიშვილების თითქმის საუკუნოვანი ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა გაცოცხლდება.
სუხიშვილები — ცეკვაში თქმულნი
"ვინ მოსთვლის, რამდენი დღე და წელიწადი გასულა ვარჯიშში, ვიდრე ახალი ცეკვა დაიდგმებოდა. ტრენაჟი, ილეთი, რეპეტიცია, ანთებული თვალები, დაღლა, წუთიერი შესვენება და კვლავ ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში!"
ეს სიტყვები ქართული ცეკვის ლეგენდას, ნინო რამიშვილს ეკუთვნის. სწორედ მისი და უფროსი ილიკო სუხიშვილის შრომამ, დისციპლინამ და სიყვარულმა შექმნა ქართული ნაციონალური ბალეტის საფუძველი. სუხიშვილების გზა კი ეროვნული სიამაყის სიმბოლომდე მარტივი არ ყოფილა.
წლების განმავლობაში უფროსმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა საქართველოს კუთხეები მოიარეს, შეისწავლეს ადგილობრივი ფოლკლორი, მოძრაობები, ხასიათი და ტრადიციები, რათა ეს მრავალფეროვნება სცენაზე ქართული ცეკვის ენით გადმოეტანათ.
თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ქართული კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებას ასახავს. თუმცა, ის, რაც დღეს კლასიკაა, მაშინ თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო, რის გამოც ანსამბლს მწვავედ აკრიტიკებდნენ.
მაგალითისთვის, შეჯიბრი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამოგონილი ცეკვაა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს.
მთავარი სცენა საქართველოა
როგორც სუხიშვილების ვიდეორგოლშია ნათქვამი, "ეს ცეკვა არ არის — ეს ჩვენ ვართ, ცეკვაში თქმულნი". სუხიშვილების თითოეული დადგმაც სწორედ ამ იდეას აგრძელებს.
"ის შეიძლება დაიბადოს მთაში, ველზე, შრომისას თუ ზეიმის დროს. იქ, სადაც ადამიანებს საერთო ისტორია, მიწა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა აერთიანებთ".
ქუთაისელ მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება, ამ ყველაფრის ნაწილი თავადაც გახდეს და სცენაზე როგორც უკვე კლასიკად ქცეული, ისე ახალი დადგმები იხილოს.
მათ შორის მთის ცეკვები, როგორებიცაა: ხანჯლური, სვანური და ხევსურული, განსხვავებულად მტკიცე ხასიათით სრულდება.
მაგალითად, ჯუთა და ცდო, რომლებიც ქართული სოფლის სახელებია და განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.
ასევე ნანილა, რომლის შექმნის იდეა ძველი სვანური იავნანადან წამოვიდა. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური ცეკვა, რომლის დროსაც ისინი თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები კი ზარის ფორმისაა.
სუხიშვილებისთვის ქუთაისის სცენაზე დაბრუნება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან, როგორც ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოსვლის მიუხედავად, ყველაზე კრიტიკული მაყურებელი მაინც სამშობლოშია. სწორედ ამიტომ, მთავარი სცენა საქართველოა.
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები