ვგმობთ მძიმე შეიარაღების გამოყენებას და ტერიტორიების დაბომბვას, რაც მინსკის შეთანხმებების დარღვევაა — ევროკავშირი
ევროკავშირი აცხადებს, რომ გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან მძიმე შეიარაღების გამოყენებას და ტერიტორიების დაბომბვას, რაც მინსკის შეთანხმების დარღვევაა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი მიესალმებიან უკრაინის პოზიციას პროვოკაციების ფონზე.
"ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირი შეშფოთებულია ინსცენირებული მოვლენებით, რომლებიც შესაძლოა, ესკალაციის საბაბად იქცეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოწმეა ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურების.
"ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ინსცენირებული მოვლენები, როგორც ეს ახლახან აღინიშნა, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. ევროკავშირი, ასევე, მოწმეა ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურების. ამ კონტექსტში, მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რომლის დამკვირვებლები მთავარ როლს ასრულებენ დეესკალაციის პროცესში. ამ მისიას უნდა მიეცეს უფლება, შეასრულოს თავისი საქმე შეზღუდვების გარეშე აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის სასარგებლოდ და უსაფრთხოებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოკუპრებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. მთავრობების ბრალდებას უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შესახებ.
უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა იმატებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მიზანში უკრაინის დედაქალაქს, კიევს ამოიღებენ.
18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ზელენსკის ბრძანებით უკრაინის ჯარი თავდასხმას აპირებდა. უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მიმართა და ეს ცნობები უარყო. ამ ცნობებს სიცრუე უწოდა ზელენსკის ოფისმაც. როგორც მათ აღნიშნეს, რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათ პროცოცირებას.
თვითაღიარებულმა ლიდერებმა კი მოუწოდეს ადგილობრივებს, რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამ დასახლებიდან "დევნილებს" ერთჯერადად 10 000 რუბლს გადაუხდის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობები, დონეცკსა და ლუგანსკზე შეტევის შესახებ. მათივე თქმით, სიცრუეა ისიც, რომ დონბასში დივერსია იგეგმება.
გაიგე მეტი:
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
კომენტარები