ვალერი ელისაშვილი

ვალერი ელისაშვილი

3 Jul. 2026, 13:55

"ალეკოს დაკავების მიზანი იყო მისი დასჯა. გენერალსიმუსი რომ გვყავს, ერთი, ბატონ მდინარაძეს ვგულისხმობ - ეს მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც ”ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება, მე ასე ვთვლი და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას. დიახ, ისჯება იმიტომ, რომ მდინარაძეს დაარტყა და იმაზე, უსამართლობა რომ ხდება ამ შენობაში [სასამართლოს შენობაში] ქალბატონებს, მამაკაცებს, ასაკოვანებს და ა.შ. ზოგს თმებით ათრევდნენ კორიდორებში… ჩემი თვალით რაც მაქვს ტელევიზორში ნანახი, ვერ მოითმინა. ყველა ადამიანი ინკუბატორის წიწილები არ ვართ, ზოგი ითმენს, ზოგი ვერ ითმენს და გამოხატა პროტესტი.

...ჩემს შვილს ვეტყოდი: ქვეყნის სიყვარულისთვის გაგზარდე, ჩემზე მეტად გიყვარს ჩვენი ქვეყანა. ალეკო 1992 წელს 14 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში ომში მიდიოდა და მილიციამ დააკავა რკინიგზის სადგურზე და სახლში მოიყვანეს. 14 წლის ბავშვი აფხაზეთში გარბოდა. მერე 2008 წელის ომში, მერე უკრაინაში წავიდა. ალეკო ელისაშვილს, რა თქმა უნდა, ჯერ თავისი ოჯახი უყვარს, ღმერთი უყვარს და უყვარს თავისი ქვეყანა, მშობლები და დანარჩენი. ეცოდება გაჭირვებული ხალხი. აი, ეს ვერ აიტანა. პროტესტი გამოხატა, თორემ ტერორიზმი რომ ნდომოდა, როდის იყო ტერორისტი დილის 04:00 საათზე მიდიოდა და ფიქრობდა, არავინ დაზარალდესო? ალბათ, ისიც ვერ აპატიეს, რატომ წავიდა უკრაინაში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…