მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, 2026 წლის საუკეთესო ათეული ცნობილია. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენა და დაფასებაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.
წლევანდელი მასწავლებლების საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:
- ცოტნე გვაჯაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
- არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
- მარიამ კვაჭაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დავით მალაზონია, თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიის მასწავლებელი;
- მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დავით ჯანდიერი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის და აზროვნების აკადემიის სკოლის მოქალაქეობის,
- ბიზნესისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
- ირინა ჯვარშეიშვილი, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის შავნაბადას ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი სამ ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად მოწმდება, რის შემდეგაც საუკეთესო ათეული შეირჩევა. შემდგომ ეტაპზე ვლინდება ხუთი ფინალისტის, ხოლო გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს, 120-ზე მეტმა კი თავად შეავსო განაცხადი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა და გლობალური ინიციატივის — The Global Teacher Prize-ის ნაწილია. პროექტის მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი — საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი — კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი — ალტე უნივერსიტეტი.
ინფორმაციისთვის, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისთვის განათლება უკვე ექვს წელზე მეტია CSR მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებს შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება, იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი, STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა ინიციატივები.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები