ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ანგრევენ კორპუსს, რომლის სადარბაზოს ჩამოშლასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაცია On.ge-ს ბათუმის მერიაში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, შენობის მაცხოვრებლები ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში არიან გადაყვანილები.

"ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს 26 მაისის ქუჩა #13-ში არსებული კორპუსის დემონტაჟის სამუშაოები. სრული დემონტაჟის ვადად განსაზღვრულია 5 თვემდე პერიოდი. მოსახლეობა გადაყვანილია ალტერნატიულ ფართებში", — ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევას, 9 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი ემსხვერპლა, გადარჩა ერთი ადამიანი. სამაშველო ოპერაცია 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია