5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები არგუმენტად ღარიბაშვილის განცხადებას იყენებენ — DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 5-6 ივლისის მოვლენებისა და ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოძალადეების არგუმენტაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ემყარება, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს უძღოდა წინ.
"5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონელი იყო. მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ღირსების მარშის ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მონიტორინგისას სავარაუდო მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაციაც სწორედ ღარიბაშვილის განცხადებას ემყარებოდა, რომ "სახელმწიფოს პოზიცია და ნება განცხადებული ჰქონდა" და, შესაბამისად, ღირსების მარშის კონტრაქციაში მონაწილეობა გამართლებული იყო", — ვკითხულობთ ანგარიშში.
DRI-ის განცხადებით, პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ღირსების მარშის უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია იდგა, პირდაპირ წარმოადგენდა რადიკალური ჯგუფებისთვის ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების წახალისებას.
"ღირსების მარშთან დაკავშირებულ მოვლენებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ არათუ უარი უთხრა თბილისი პრაიდს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, არამედ დანაშაულებრივი უმოქმედობით და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებით პირდაპირ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, გამოეყენებინათ ძალადობა ჟურნალისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ლგბტ თემის, მოქალაქეების წინააღმდეგ", — წერია ანგარიშში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება სტრუქტურული ერთობის მქონე სიძულვილის ჯგუფების მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა 5 ივლისს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრაციულად თქვა უარი, გამოეყენებინა კანონით ნებადართული საპოლიციო ღონისძიებები ორგანიზებული ძალადობის აღსაკვეთად.
5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თბილისი პრაიდი გააკრიტიკა და თქვა, რომ ღირსების მარში მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის მიუღებელი და "აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე".
"ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ წესებსა და ტრადიციებს", — აცხადებდა პრემიერმინისტრი.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები