მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტელეფონით პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება არ სურს — მელია NDI-ის კვლევაზე
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია NDI-ის კვლევის შედეგებს ნაწილობრივ ხსნის იმით, რომ მოსახლეობის უმეტესობას ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება არ სურს. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ავტოკრატია და შიშია.
"პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი, ფაქტობრივად, არ არის განსახილველი, უარების ძალიან, ძალიან მაღალი %-ის გამო (58% უარი პასუხზე). ამასთანავე, შეგვიძლია მცირე შედარება მოვიყვანოთ NDI-ის შარშანდელ (ივლისის) შედეგებთან, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 6% . ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ საკითხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს — ერთი კი ფაქტია, ის რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება", — წერს ის ფეისბუქგვერზე.
მელიას თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების უმეტესობა მნიშვნელოვან საკითხებს ერთნაირად აღიქვამს. ის ამბობს, რომ ოპოზიციამ არა ვიწროპარტიული, არამედ ხალხის ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს და მთლიანად უნდა შეცვალოს სტრატეგიული კომუნიკაცია.
"მოსახლეობის უმეტესობა მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, მიიჩნევს, რომ არც მთავრობა და არც ოპოზიცია მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%). მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არა მხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან", — ამბობს ის.
მელია აღნიშნავს, რომ ეს სწორედ ის საკითხებია, რომელიც ოპოზიციასა და ენმ-ში არსებულ პრობლემებს განსაზღვრავს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხალხს მომავლის ხედვა დაკარგული აქვს, ამიტომ, მნიშვნელოვანი "ხალხის დაკვეთის სწორად გაგებაა".
"სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია. პირადად, ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მომავლის კონტსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ. ნორმალურ ქვეყანაში მთავარი სიტყვები, რაც საჯაროდ უნდა ისმოდეს, უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას", — აცხადებს ის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, კონკრეტული პარტია გამოკითხულთა 42% დაასახელა. პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება — 24%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 9%
არცერთი პარტია — 41%
არ ვიცი — 6%;
სხვა — 8%.
საზოგადოების განწყობის კვლევა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა.
აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები