ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას — ხელაშვილი რეზოლუციაში რუსეთის არხსენებაზე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ხელაშვილის მტკიცებით, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში რუსეთის არხსენება მათთვის "არანაირ პრობლემას არ იყო", თუმცა პოლიტიკური სიტუაციას გაუწიეს ანგარიში.
"ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს. როგორც იცით, უკრაინის გარშემო უკიდურესად არის დაძაბული ვითარება და ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს.
პრეზიდენტი ზელენსკი და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე, მისი კაბინეტის უფროსი, მუდმივად მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას, საერთაშრისო თანემეგობრობას — ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას. ეს იყო მთავარი რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, რომ ტექსტი ყოფილიო პრინციპული მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე", — განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ საქართველო პარლამენტი იქნება პირველი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. მისივე თქმით, საქართველო ასევე პირველია, სადაც მთავარი პოლიტიკური ამოცანა "ზუსტადაა განსაზღვრული" — არ დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.
"სხვადასხვა პარლამენტში შემუშავდა განცხადებები, მიმართვები, ცალკეული პოლიტიკოსების მხარდაჭერის აქტები, მაგრამ რეზოლუცია არცერთი ქვეყნის პარლამენტს არ მიუღია. ასე რომ ეს არის პირველი ქვეყანა, სადაც არის ძალიან ზუსტად განსაზღვრული მთავარი პოლიტიკური ამოცანა, დღევანდელი დღის, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაიწყოს. თუ ომი დაიწყო ეს გამოიწვევს რეგიონულ კატასტროფას, არამარტო უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც და ჩვენი ქვეყანაც იქნება ჩათრეული", — დასძენს ის.
ხელაშვილი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა ჩაეწერათ რეზოლუციის ტექსტში ოპოზიცია კრიტიკის საფუძველს აუცილებლად გამონახავდა.
"ოპოზიცია აუცილებლად გამონახავდა საფუძველს ობსტრუქციისათვის, რომ დაეწყოთ არამარტო კრიტიკა, არამედ დავედანაშაულებინეთ ათასგვარ სისულელეში, რაც ძალიან ხშირად, სწორედ, მათი წიაღიდან მოდის", — აღნიშნა მან.
ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სამი სხვადასხვა ვერსიაა შემუშავებული. ორ მათგანში — ქართული ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების ტექსტში — რუსეთი ნახსენები არ არის. მესამე ვერსია, რომელშიც მკაფიოდაა ხაზგასმული რომ რუსეთი აგრესორია როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში პარტია დროამ შეიმუშავა და სხვა ოპოზიციური პარტიები თანაავტორებად მიიწვია. რეზოლუციის ამ ვერსიას უკვე შეუერთდნენ ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.
გაიგე მეტი:
- 28 იანვარს, უკრაინის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოსაწერად მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან
- რუსეთი არც თბილისის საკრებულოს კიევის მხარდამჭერ მიმართვაშია ნახსენები
- ზოგიერთი ოპოზიციონერი შინაარსის ნაცვლად, მხოლოდ ფორმებზე ფიქრითაა დაკავებული — პაპუაშვილი რეზოლუციაზე
- რეზოლუციის წუნს არ წარმოადგენს ის, რომ რუსეთის აგრესორობაზე დამატებით ხაზგასმა არ მომხდარა — სარჯველაძე
- კობახიძის აზრით, რეზოლუციაში რუსეთის არხსენების გამო კრიტიკა "სიტყვებზე გამოკიდება" და "სპეკულაციაა"
- გირჩი — მეტი თავისუფლება "ოცნებას": აფხაზეთი და ცხინვალი რომ ახსენოთ იმ რეზოლუციაში, ეგეც არ მოსულა?
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები