გენიოსები, რომლებმაც პანდემიები შთაგონების წყაროდ გამოიყენეს
პანდემიები ყოველთვის იყო კაცობრიობის ისტორიის განმეორებადი და ტრაგიკული ნაწილი. თუმცა, ისინი მხოლოდ დანაკარგთან არ ასოცირდება. პეტრარკადან და ბოკაჩოდან გალილეოსა და ნიუტონამდე, ხელოვნებისა და მეცნიერების მიღწევების დიდი ნაწილი პანდემიის დროს ან მის გამო შეიქმნა.
ახალი, 2022 წლის დადგომის პარალელურად COVID-19-თან ერთად ცხოვრების მესამე წელიც იწყება — ატანის უნარი კლებულობს, იმედგაცრუება კი მატულობს. ადამიანებმა, კოლექტიურად, დიდი დანაკარგი და ტკივილი განვიცადეთ და ამ მდგომარეობას ჯერ დასასრული არ უჩანს. ჩვენ გაღიზიანებული ვსვამთ კითხვას, როგორაა შესაძლებელი, რომ კაცობრიობამ დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ დაბადებული პირველი ვარსკვლავების შესასწავლად გიგანტური ტელესკოპი გაგზავნა კოსმოსში, მაგრამ პანდემია ჯერაც ვერ დაგვისრულებია.
რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო, უფრო წინ ვყოფილიყავით ამ ბრძოლაში, კრიზისთან გამკლავების გზების ძიებისას მეტი ერთსულოვნება რომ გამოგვეჩინა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ გვაქვს ვაქცინა და ვიცით, რომ ნიღბები გარშემომყოფებს ინფიცირებისგან იცავს. თუმცა, ადამიანები კომპლექსური არსებები ვართ; უმწეობის, ბრაზის, პოლიტიკური პოლარიზაციისა და მეცნიერების უნდობლობა კი ფეთქებადი ნაზავია.
ამ ყველაფრის სიმძიმის გათვალისწინებით, წარსულის სხვა პანდემიებისთვის თვალის შევლება და იმის გამოკვლევა, რა მოგვცეს მათ, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. ტკივილმა, დანაკარგმა და იძულებითმა განმარტოებამ, რაც ყველა პანდემიის თანმხლები მოვლენებია, ხელი შეუწყო დასავლური კულტურის წინსვლას — როგორც ხელოვნების, ისე მეცნიერების სფეროში.
მე-14 საუკუნის შავი ჭირი და პეტრარკა
ფრანჩესკო პეტრარკა, იტალიელი პოეტი და მეცნიერი, ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიის — შავი ჭირის ხანაში ცხოვრობდა. ამ დაავადებამ 1346 წლიდან 1353 წლამდე პერიოდში ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ის ათწლეულების შემდეგაც პერიოდულად ახალი ტალღების სახით ბრუნდებოდა. სწორედ შავი ჭირის ხანაში დაწერა პეტრარკას მეგობარმა, ჯოვანი ბოკაჩომ დეკამერონი — ასი ამბავი იმ სასოწარკვეთილი ფლორენციელების გასახალისებლად, რომლებმაც დაავადებას თავი ქალაქგარეთ შეაფარეს.
ამ დროს იტალიაში რენესანსის გარიჟრაჟი იდგა — მისი ადრეული ნიშნები კი შავი ჭირით განცდილი ტანჯვის გადმოცემისას გამოიკვეთა. ასე მოხდა პეტრარკას შემთხვევაშიც. "1348 წელმა მარტო და უიმედოდ დაგვტოვა", — წერდა ის თავის ნაცნობებისადმი წერილებში. ჩვენ გვავიწყდება, რამდენად გააიოლა მოწყობილობებმა სახლის უსაფრთხო სივრციდან უდიდესი მანძილით დაშორებულ ნათესავებთან და მეგობრებთან კომუნიკაცია. პეტრარკა და ბოკაჩო კი იძულებულები იყვნენ, არჩევანი ფიზიკურ შეხვედრასა და იმ ხელნაწერის გაგზავნას შორის გაეკეთებინათ, რომელიც ან მიაღწევდა ადრესატამდე, ან — ვერ. ისინი ისეთ მარტოობას გრძნობდნენ, როგორის წარმოდგენაც კი რთულია თანამედროვე ადამიანისთვის.
უპასუხო წერილი ადრესატის შესაძლო გარდაცვალებაზე მიანიშნებდა. მიუხედავად ამისა, პეტრარკამ ნუგეში მეგობრებისთვის წერილების მიწერასა და ანტიკური ხანის ბერძენი და რომაელი მოაზროვნეების იდეათა გაცოცხლებაში იპოვა. უკვდავი ხელოვნების ნიმუშების შექმნით მან სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილში მყოფი მკითხველები შთააგონა და ანუგეშა.
მე-17 საუკუნის შავი ჭირი და გალილეო
რენესანსის მიწურულს, პეტრარკას ეპოქიდან თითქმის 300 წლის შემდეგ, ოცდაათწლიანმა ომმა ცენტრალური ევროპა გაანადგურა და იტალიაში შავი ჭირი დააბრუნა. ამ პერიოდს დაემთხვა გალილეოსა და რომის ინკვიზიციის დაპირისპირება. ამის მიზეზი იყო მეცნიერის მიერ მხარდაჭერილი კოპერნიკული მსოფლმხედველობა, რომლის თანახმადაც, მზის სისტემის ცენტრში დედამიწა კი არა, მზე იმყოფებოდა. წიგნში, დიალოგი მსოფლიოს ორ მთავარ სისტემაზე, გალილეომ პლანეტების განლაგების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა, რითაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ის ცენტრში მზის მქონე კოსმოსის იდეას ემხრობოდა.
1630 წელს დომინიკელმა ბერმა, რომელიც მხარს უჭერდა გალილეოს შეხედულებებს, ტექსტში გარკვეული შესწორებების შეტანის მერე ხელნაწერი დაამტკიცა. ეს ზუსტად ის დრო იყო, როცა ჭირი კვლავ დაატყდა თავს იტალიას. ხალხს მოგზაურობა შეეზღუდა, რაშიც გალილეომ შესაძლებლობა დაინახა. მან ხელნაწერის რომიდან საკუთარ სახლში — ფლორენციაში ცალკეულ ნაწილებად გაგზავნა მოახერხა. რომაელი ცენზორებისგან თანხმობის ქონის წყალობით, წიგნმა ფლორენციული ცენზურა მარტივად გაიარა და ხელნაწერი დასაბეჭდად იქამდე გაიგზავნა, სანამ მისი ბოლო ნაწილები ჩამოაღწევდა ფლორენციაში.
როდესაც პაპმა საბოლოო შედეგი ნახა, განრისხდა. გალილეოს დაემატებინა მოთხოვნილი შესწორება, რომელშიც ამბობდა, რომ სასწაულის მეშვეობით ღმერთს შეეძლო, მზე ყოველდღიურად აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ემოძრავებინა. თუმცა, მან ეს დამცინავი ტონით გააკეთა. ეს ისეთი შეურაცხყოფა იყო, როგორსაც პაპი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის არსებული დაპირისპირების პერიოდში ვერ აიტანდა. წიგნს ცენზურა შეეხო, გალილეოს კი კოსმოსზე თავისი ჰელიოცენტრული შეხედულების უარყოფა აიძულეს. მიუხედავად ამისა, წიგნის ასლებმა იტალიის საზღვრებს გარეთ გააღწიეს და კოპერნიკულმა რევოლუციამაც ძალები მოიკრიბა.
მე-17 საუკუნის შავ ჭირი და ისააკ ნიუტონი
1665 წელს ინგლისში შავმა ჭირმა ახალგაზრდა ისააკ ნიუტონი აიძულა, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან დედის ფერმაში — ვულსტორპში გაქცეულიყო, სადაც მან ორი წელი გაატარა. დიახ, ამ ფერმაში ვაშლის ხეებიც იყო. ამ ორი წლის განმავლობაში ნიუტონის გენიალურობა წარმოუდგენელი მასშტაბით გამოვლინდა. მან უპრეცედენტო ორიგინალურობა გამოიჩინა და შექმნა გარდამტეხი ნაშრომები მეცნიერების ისტორიაში. ამ პერიოდს მეცნიერის ადრეულმა ბიოგრაფებმა anni mirabilis — საოცარი წლები უწოდეს.
თავად ნიუტონი კი მოგვიანებით იხსენებდა:
"1665 წლის დასაწყისში მე აღმოვაჩინე მხებთა მეთოდი. იმავე წელს… ნოემბერში შევიმუშავე ფლუქსიის მეთოდი [ის, რასაც დღეს დიფერენციალურ კალკულუსს ვუწოდებთ. ეს მეთოდი, ნიუტონისგან დამოუკიდებლად, გოტფრიდ ლაიბნიცმაც შეიმუშავა გერმანიაში], მომდევნო წლის იანვარში — ფერების თეორია, მაისში კი — ფლუქსიის შებრუნებული მეთოდი [ინტეგრალური კალკულუსი]. იმავე წელს დავიწყე ფიქრი გრავიტაციაზე, რომელიც ვრცელდება მთვარის ორბიტამდე[...] ეს ყველაფერი ჭირის პერიოდში, 1665-1666 წლებში მოხდა. იმ დღეებში ყველაზე მეტი რამ გამოვიგონე და მათემატიკასა და ფილოსოფიას იმაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ვიდრე მას მერე ოდესმე მიმინიჭებია".
ამგვარად, შავი ჭირთან ბრძოლის ორი წლის განმავლობაში ნიუტონმა ჩამოაყალიბა დიფერენციალური და ინტეგრალური კალკულუსის საფუძვლები, სინათლისა და ფერის თეორიები, მოძრაობის კანონები და მსოფლიო მიზიდულობის კანონი. 23 წლის სტუდენტისთვის ეს ცუდ შედეგად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
სტატიაში განხილული მაგალითები ცხადყოფენ, რომ ყველაზე რთულ დროსაც კი ადამიანი შემოქმედებით თავისუფლებას ესწრაფვის, რაც მას სიცოცხლისა და სიკვდილის უსასრულო ჭიდილით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ეხმარება.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები