ალბათ, ბავშვობიდან მოყოლებული ყველა ჩვენგანს გვაინტერესებდა, თუ რატომ ქანაობს საზომი ლენტი. კონკრეტულად ჩვენი ნაყიდი ლენტია ცუდი ხარისხის თუ ამ ნივთებს ზოგადად ასე ამზადებენ?

თუ საზომი ლენტის თავს დააკვირდებით, უცნაურ რამეს შენიშნავთ: უმცირესი ერთეულების (უმეტესად მილიმეტრების, აშშ-ში კი ინჩის მეთექვსმეტედების) ნიშნულები თითქოს იმაზე ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს.

ლენტის დასაწყისში ზუსტად იმხელა სივრცეა გამოტოვებული, რამხელაც კაუჭის (ლენტის დასაწყისში მიმაგრებული მეტალის ნაწილი) სისქეა — ეს ნიშნავს, რომ როცა კაუჭი ლენტის ზედაპირთანაა ახლოს, ყველა გაზომვა ზუსტია.

ალბათ ახლა ფიქრობთ, რომ ეს სწორედაც რომ პრობლემა უნდა იყოს. კაუჭის ქანაობა ზუსტად გაზომვას თითქოს ხელს უნდა უშლიდეს.

მოდი ამ საკითხს ასე შეხედეთ: როდესაც ლენტს რაღაცის კიდეზე ვადებთ, მაგალითად, მაგიდის, მეტალის კაუჭი ოდნავ მოძრაობს. ლენტზე დატანილი რიცხვები რომ პირდაპირ კაუჭიდან იწყებოდეს, ამ შემთხვევაში გაზომვის შედეგად მიღებულ რიცხვს კაუჭის სისქეც დაემატებოდა, ეს კი საბოლოო შედეგს ოდნავ დააგრძელებდა.

სწორედ ამიტომაა ლენტი ისე შექმნილი, რომ გაზომვა კაუჭის ბოლოდან იწყებოდეს და არა თავიდან. აქ კი უკვე რხევა შემოდის — ჭკვიანურად მოფიქრებული დეტალი, რომელიც ერთი შეხედვით დიზაინისას დაშვებულ შეცდომას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში გაზომვის სიზუსტეს უზრუნველყოფს.

"როდესაც რამეს გარედან ზომავ, კაუჭი საგნის გარეთა მხარეს უნდა მოათავსო", — განმარტავს ხელსაწყოების დამამზადებელი კომპანია Stanley — "ამ დროს ლენტის პირსა და საგნის დასაწყისს შორის პატარა სივრცე რჩება — იქ, სადაც კაუჭი იყო. ეს სივრცე ზუსტადაა გათვალისწინებული ლენტის ნიშნულებში, რომ გაზომვა მაინც ზუსტი გამოვიდეს."

მეორე მხრივ, თუ შიგნიდან ზომავ, კაუჭი ლენტის პირის შიდა მხარეს ეკვრის. ლენტის ნიშნულებში ამ კაუჭის სისქეც ზუსტადაა გათვალისწინებული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზომი ლენტის კაუჭის ქანაობა შეცდომა არ არის. პირიქით, ლენტი ასე იმიტომაა შექმნილი, რომ შეცდომები აგარიდოთ თავიდან. ქანაობა იმას უზრუნველყოფს, რომ კაუჭი ოდნავ წინ ან უკან გასრიალდეს, იმის მიხედვით, ლენტს ვქაჩავთ თუ ვაწვებით. ეს მოძრაობა თვითონ კაუჭის სისქესაც ითვალისწინებს, ამიტომ თქვენი გაზომვა ყოველთვის ნულოვანი წერტილიდან იწყება და არა იმ რიცხვიდან, რომელიც კაუჭის სისქეს შეესაბამება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.