ამ ეტაპზე მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხოლოდ 73,5%-ია აცრილი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს,

უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%- სა და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა.

"კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე", — ვკიტხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი იმყოფება, ხოლო სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.