კობახიძე მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ლაშქარავას შეყვანას "კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევას" უწოდებს
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირალი კობახიძე მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ლაშქარავას შეიყვანას "კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევას" უწოდებს. ასე პასუხობს ის რუსთავი 2-ის ჯურნალისტის კითხვას, ლექსო ლაშქარავა UNECO-მ მოკლული რეპორტიორების სიაში შეიყვანა, როცა სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ის ზედოზირებით გარდაიცვალა.
"ეს კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევაა, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას და სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი ტიპის ფეიკნიუსები და წყარო ვინ არის, თავადაც კარგად მოგეხსენებათ", — განაცხადა მან.
UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. როგორც UNESCO წერს, ის 5 ივლისს, თბილისში, ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის დროს, ღირსების მარშის გაუქმების შემდეგ, მძიმედ დაშავდა და 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ხელისუფლება ცდილობს ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს. ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების კადრები გაავრცელა და ეს საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი კადრების გასაჯაროების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა. ინსპექტორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
დაწყებულია გამოძიება, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და არ დასრულებულა გამოძიებაც. ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები