მედიკამენტური მკურნალობის გარდა საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია — ნევროლოგი სააკაშვილზე
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტურთან ერთად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც საჭიროებს. წულაძის ინფორმაციით, მან სააკაშვილის ბოლო 11 იანვარს მოინახულა.
"პაციენტის მდგომაროება რჩება საყურადღებო. კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ის არ გაუმჯობესებულა, 12 დეკემბრის ვიზიტის მერე დაახლოებით ერთი და იგივე დონეზე დგას. გამოხატულია პოლინეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. ასევე, რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო. პოსტტრამვული, სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, მართალია, ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის დიაგნოზით და პაციენტი დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა ახლაც.
ჩვენი დასკვნა არის, რომ გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობთ, რომ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი", — აცხადებს ექიმი და დასძენს, რომ აღნიშნული პრობლემები ექსპრეზიდენტის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის შედეგია.
თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სააკაშვილისთვის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც. გარდა ამისა, ნევროლოგი ფიქრობს, რომ საჭიროა მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარებაც და ნევროლოგის მუდმივი მონიტორინგი.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის საჭიროებას, წულაძე ამბობს, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება საქართველოშიცაა შესაძლებელი.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მორიგი დასკვნა წარადგინა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ აქამდე გაცემული რეკომენდაციები შესრულებული არ არის. მისი თქმით, თუ ვითარება არსებითად არ შეიცვლება, ისინი ექსპრეზიდენტთან დამატებით ვიზიტს აღარ განახორციელებენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები