მფრინავი მანქანის შეძენა მალე შეგეძლებათ - ძალიან მალე, ანუ წელს, დიახ, 2017-ში
ფოტო: Aeromobile
ადამიანები რომ მფრინავი მანქანებით ივლიდნენ, ამის 1985 წელსაც სჯეროდათ. ფიქრობდნენ, რომ ამ ტექნოლოგიურ გარღვევამდე სულ რაღაც 25-30 წელიღა იყო დარჩენილი, მაგრამ, როგორც სხვა ყველაფერში, კაცობრიობამ აქაც ვერ გაამართლა მოლოდინები.
ცხადია, ამ ხნის განმავლობაში ბევრი და საოცარი აღმოჩენებისა და გარღვევების მომსწრენი გავხდით, მაგრამ მფრინავი მანქანები მაინც ყველას გვინდა. განსაკუთრებით მათ, ვინც სამეცნიერო ფანტასტიკას ვეტრფით და თან თბილისში ვცხოვრობთ.
მფრინავი მანქანები აქაური საცობებისთვის მისწრება იქნება, თუმცა პარკირების პრობლემა მაინც გადასაჭრელი გაგვიხდება. ერთ დილას აივანზე გამოსულს, იქ შეიძლება რომელიღაც მფრინავი ბაბულიკის მფრინავი BMW დაგხვდეთ. ეს ყველაფერი რამდენად ფუტურისტულადაც გამოიყურება, იმდენად რეალურია და თანაც ძალიან მალე შეიძლება მოხდეს.
Aeromobile სლოვაკური სტარტაპია, რომელიც მფრინავი მანქანის პროტოტიპი 2014 წელს წარმოადგინა, ხოლო რამდენიმე დღეში, 20 აპრილს, მონაკოში გამართულ ავტოშოუზე უკვე მუშა ტრანსპორტსაც წარმოადგენს.
ფოტო: Aeromobile
მანქანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, არც ფასი, არც მახასიათებლები.
აერომობილის განცხადებით, მანქანა ჩვეულებრივი ავიატრანსპორტიცაა და ავტომობილიც, რომლითაც ხან იფრენთ და ხანაც მიწაზე ივლით.
ეს ვიდეო, რომელშიც პტოტოტიპის ნახვა შეგიძლიათ, 2014 წლისაა. სწორედ ამ მანქანის რეალური და მუშა ვერსიის წარმოდგენას გვპირდებიან მონაკოს ავტოშოუზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მანქანას ასაფრენად და დასაჯდომად მოკლე ბილიკი სჭირდება - აფრენისთვის საჭირო სიჩქარის ასაკრეფად ავტომობილს 200 მეტრიანი ტრასა ჰყოფნის, ხოლო დასაფრენად, აერომობილის განცხადებით, 50 მეტრიც საკმარისია.
მანქანის შესახებ ყველა დეტალი ავტოშოუზე გახდება ცნობილი და მისი პრე-ორდერით შეძენა წელსვე შეგეძლებათ. თუმცა როდის მოგართმევენ კუთვნილ მფრინავ მანქანას სახლში, ეს ჯერ უცნობია.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები