სოციალური ქსელების 10 ტრენდი, რომელიც მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი ტოქსიკურია
სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად მოიცვა, რომ ხშირად რეალურსა და ვირტუალურს შორის ზღვარის გავლებაც კი გვიჭირს. სხვადასხვა პლატფორმაზე შექმნილი ტრენდები ჩვენზე მცირედით მაინც ახდენენ გავლენას. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ტენდენციები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ჩნდება, ზოგჯერ არაჯანსაღია.
1. პროდუქტიულობის განდიდება
ფოტო: Tenor
"როგორ ვიყოთ პროდუქტიული მაშინ, როცა სამყაროს აღსასრულია".
პროდუქტიული, პროდუქტიულმა, პროდუქტიულს, პროდუქტიულის... გავიგეთ! აუცილებელი არ არის, ძილშიც დოვლათს ვქმნიდეთ, რომ ადამიანად ვიგრძნოთ თავი. ალბათ ზოგჯერ მაინც გვაქვს უფლება, ისეთი გატაცება გვქონდეს, რომელიც, უბრალოდ, სიამოვნებას გვანიჭებს.
2. იდეალური ცხოვრების იდეა
ფოტო: Ten
"თმა არ დამივარცხნია — ანუ მეც თქვენნაირი მოკვდავი ვარ".
ალიონზე ჭიქა ყავით (რა თქმა უნდა, ყავის აპარატით დამზადებულის) მირთმევა და ძვირიანი სასტუმროს აივანზე "მოუწესრიგებელი" თმით სელფის გადაღება.
3. განსხვავებული მოსაზრების შეუწყნარებლობა
ფოტო: Tenor
"როგორ ბედავ და, ხაჭაპურს ლობიანს ამჯობინებ?!"
რასიზმი, სექსიზმი, ჰომოფობია და სხვა საზიანო იდეა, რომელიც თავადვეა შეუწყნარებლობა, ვერასდროს იქნება სადისკუსიო სივრცის ნაწილი. თუმცა, რატომ შეიძლება გემოვნებაზე გამუდმებით ვკამათობდეთ, ვამტკიცებდეთ ჩვენს აზრს და ყველაფრის, მათ შორის, ზოგჯერ შეურაცხყოფის ფასად ვცდილობდეთ, ოპონენტი გადავარწმუნოთ?!
4. საჯარო გლოვა
ფოტო: Tenor
"მე არ მჯერა, რომ მაგით გარდაიცვალა".
ვირტუალურმა გარემომ ალბათ ნაწილობრივ მაინც მოშალა ის ეთიკური პრინციპები, რომლებიც ადამიანებს რეალურ სივრცეში დელიკატურ საკითხებზე უხერხული კითხვებისგან თავის შეკავებას აიძულებდა ხოლმე. ეს ყველაზე თვალსაჩინო მაშინაა, როცა უბედური შემთხვევის შემდეგ საჯარო განხილვა იწყება და ახლობლების მდგომარეობასა და ინტერესებს ივიწყებენ.
5. მენტალური ჯანმრთელობის საკითხების არასწორად წარმოჩენა
ფოტო: Teno
"დეპრესიული aesthetics"
სტიგმას, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე და მათ შესახებ ღიად საუბარზე ჯერ კიდევ არსებობს, აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ. თუმცა, ამ საქმეში არათუ სასარგებლო, არამედ საზიანო შედეგიც კი მოაქვს სერიოზულ თემებზე არასერიოზულად საუბარს — უფრო ზუსტად, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების არასწორად წარმოჩენას.
6. სილამაზის არარეალისტური სტანდარტები
ფოტო: Tenor
"ამბობენ, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო".
არანაირი ცელულიტი, იდეალურად გაპარსული ფეხი და სხვა ბევრი სტანდარტი, რომელიც ადამიანებს ბუნებრიობას, ხშირად კი საკუთარ თავსაც კი აძაგებს.
7. უცხო ადამიანების მალულად გადაღება
ფოტო: Teno
"არა, არა, არ ვიღებ".
საჯარო სივრცის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ უცხო ადამიანების ნებართვის გარეშე გადაღება და გასაჯაროება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მიზნად სოციალურ ქსელში პიროვნების დაცინვას ან დისკრედიტაციას ისახავს, ასევე არ ჯდება არანაირ ეთიკურ ჩარჩოში.
8. ბავშვების ინფლუენსერად ქცევა
ფოტო: Tenor
"ნახეთ, რა გააკეთა..."
ბავშვის მუდამ კამერის წინ მოქცევა, მისი ყველა ნაბიჯის გადაღება და გასაჯაროება (ფინანსური) სარგებლის მიღების მიზნით, მით უმეტეს, რომ ეს მასალა ინტერნეტის უკონტროლო სივრცეში სწრაფად ვრცელდება და ხშირად სამუდამოდ რჩება, ასევე ტოქსიკურია.
9. ინფლუენსერები, რომლებიც რჩევას ყველაფერზე იძლევიან
ფოტო: Tenor
"ბედნიერება თუ გინდათ, უბრალოდ, სახლი იყიდეთ".
დაწყებული ისეთი უწყინარი საკითხიდან, როგორიც "ბედნიერების ფორმულაა", დამთავრებული დიეტის რეცეპტებით და მკურნალობის მეთოდებით — ბევრი ინფლუენსერი სულაც არ იშურებს რჩევებს თავისი ფართო და მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის. თუმცა, აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ რჩევა მხოლოდ კომპეტენტური პირისგან მიიღება, სხვა შემთხვევაში კი ის ან სასაცილოა, ან უარესი — საზიანო.
10. და ადამიანები, რომლებიც მათ ყველაფერზე გამოხმაურებას სთხოვენ
ფოტო: Tenor
"ბრიტანეთისთვის ბრექსიტის შედეგებზე რატომ არაფერს ამბობ???"
საზოგადოებისთვის საჭირობოროტო საქმეში საკუთარი როლის გააზრება მნიშვნელოვანია, თუმცა, წინა პუნქტის არ იყოს, ზოგ საკითხზე სასაუბროდ კომპეტენციაა საჭირო. შესაბამისად, გასართობი კონტენტის შემქმნელებისგან იმის მოთხოვნა, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე დაიწყონ სჯა-ბაასი, არასწორია, ამის ტენდენციად ქცევა კი — უკვე ტოქსიკური.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები