საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის წინააღმდეგ კიბერ შეტევებს Twitter-ზე გმობს.

"მკაცრად ვგმობთ კიბერშეტევებს უკრაინისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ტიპის ქმდებები სრულიად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის სამომავლო გამწვავებისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", — აღნიშნულია სამინისტროს ტვიტში.

13 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა იყო, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს".

"ყველანაირი ინფორმაცია თქვენ შესახებ გახდა საჯარო, გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს. ეს ხდება თქვენი აწმყოს, წარსულისა და მომავლის გამო", — ეწერა დაჰაკულ ვებგვერდებზე უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.