იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობით, მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ უკრაინისთვის — კელი
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, იგი იმედგაცრუებულია საქართველოს ახლანდელი მთავრობით არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ხელისუფლება შესაბამის მხარდაჭერასა და სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ. კელის თქმით, მთავრობას ურჩევნია "თავი ჩახაროს", ვიდრე დაეხმაროს იმ ქვეყანას, რომელიც იგივე მდგომარეობაშია, რაც საქართველოს უკვე გავლილი აქვს.
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერმინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის", — განაცხადა მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
იან კელიმ აღნიშნა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ისწავლონ საქართველოს 2008 წლის გამოცდილებიდან. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ უპასუხონ პროვოკაციებს, დაიცვან საკუთარი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არ გადავიდნენ თავდასხმაზე. მისივე თმით, მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ თითქოს ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ, რადგან რეალურად ამ ქვეყნებს თავად სურთ დასავლეთისკენ მოძრაობა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები