ენმ-მ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი — გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტია აქტიურად უნდა ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, ან საერთოდ დატოვოს საკანონმდებლო ორგანო. მისი შეფასებით არსებული მოცემულობა — ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა — ყველაზე უარესი მდგომარეობაა. გოცირიძის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ბოლო წლებში "სრულ კომფორტში" ამყოფეს ქართული ოცნება.
"მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა.
ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების ( მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით-ესაა ჩემი პოზიცია", — წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მისი პირადი პოზიციის მიუხედავად, დაემორჩილება პარტიის საერთო გადაწყვეტილებას.
"რომელ გზასაც აირჩევს პარტია, დავემორჩილები მას, როგორც ეს აქამდეც მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექი ბევრ საკითხთან დაკავშირებით( შესვლა-არშესვლა, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა-არმოწერა, ბოიკოტი და ა. შ)", — აცხადებს დეპუტატი.
გუშინ, 10 იანვარს ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც პარტიის ლიდერებმა საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროეს. კონკრეტულად პარტიის პოლიტიკურ საბჭოს კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, გენერალური მდივანი კი იქნება პეტრე ცისკარიშვილი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, როგორც მან განაცხადა, გარკვეული პერიოდით შეითავსებს თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები