აუცილებელია, კითხვებს გაეცეს პასუხი და ყველა დამნაშავე დაისაჯოს — ქარტიის დირექტორი ლექსო ლაშქარავაზე
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ UNESCO-ს მიერ TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანას მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. მისი თქმით, ფაქტი სრულად უნდა გამოძიონ და დამნაშავე პირები დასაჯონ.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტს ასეთი შეფასება მოჰყვა. ფაქტია, რომ ლექსო ლაშქარავა არის გარდაცვლილი და 5 ივლისს ის იყო დაზარალებული. მართალია, ის გარდაიცვალა ერთი კვირის შემდგომ, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს 5 ივლისის მოვლენებს. ფაქტია, რომ გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული და აუცილებელია, რომ არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.
დღემდე არ მომხდარა ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. როდესაც ხდება ჟურნალისტის შეყვანა ასეთ სიაში, როდესაც ხდება მოთხოვნა, რომ გამჭვირვალედ და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მოხდეს გამოძიება ასეთი საქმის, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მთავრობის სათანადო რეაგირება. აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი იყოს სრულად გამოძიებული და დამნაშავე პირები იქნან პასუხისგებაში მიცემულნი", — უთხრა გოგოსაშვილმა On.ge-ს.
მარიამ გოგოსაშვილი გამოეხმაურა ამ საკითხზე მმართველი გუნდის განცხადებებსაც და თქვა, რიცხვები არ ცვლის არსებულ რეალობას და ლაშქარავა სწორედ 5 ივლისს დაზიანდა. საუბარია ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებაზე, რომლის თქმით, სიაში წერია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს მოკლეს, თუმცა UNESCO-ს განმარტებული აქვს, რომ 5 ივლისს, თბილისში, ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის დროს, ღირსების მარშის გაუქმების შემდეგ, იგი მძიმედ დაშავდა და 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
UNESCO-მ ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულაი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
დღესვე ცნობილი გახდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უწყების მიერ გავრცელებულია დოკუმენტის მხოლოდ ნაწილი — 6 გვერდი 37-დან და იქ წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაცია გახდა. უფრო ზუსტად, ამის შედეგად გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც ლაშქარავამ 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მიიღო: სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლისა და ზედაყბის ძვლის მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, ჰემოსინუსიტი, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. ასევე, სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერების მიხედვით, მას ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, რქოვანი ტრავმული ეროზიო და თვალის კაკლის კომიციო. თუმცა, დასკვნაში წერია, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ეს დაზიანებები არ გამხდარა.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ხელისუფლება ცდილობს ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს. ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების კადრები გაავრცელა. ვიდეოს გავრცელბა საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კადრების გასაჯაროენის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა. ინსპექტორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები