პრო-სახელისუფლებო, ანტიდასავლური და კრემლისტური აქტორები ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ
ფოტო: მითების დეტექტორი
ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განცხადების პარალელურად, სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და, კონკრეტულად კი, ლონდა თოლორაიას მისამართით სხვადასხვა მადისკრედიტირებელი განცხადებები გამოჩნდა. მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალის, მითების დეტექტორის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ დისკრედიტაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელისუფლებო ექსპერტების გარდა, სამთავრობო ექსპერტები, პრო-სახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდები, ასევე, ანტიდასავლური და კრემლისტური აქტორებიც ჩაერთნენ. სოციალურ ქსელში ასევე გააქტიურდნენ ყალბი ანგარიშები, რომელთა სამიზნე არა მხოლოდ ლონდა თოლორაიას, არამედ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამერიკისა და გერმანიის ელჩები გახდნენ.
მითების დეტექტორის კვლევის მიხედვით, დისკრედიტაციის კამპანიის დროს 5 საერთო გზავნილი გამოიკვეთა:
- ლონდა თოლორაიამ კანონპროექტი უკანონოდ მოიპოვა;
- ინსპექტორის სამსახური არაეფექტიანი, ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტია;
- ინსპექტორის სამსახური დასავლეთიდან იმართება/დასაველთი შიდა პროცესებში ერევა;
- ინსპექტორის სამსახური ნაციონალების ინტერესებს ატარებს/ლონდა თოლორაია ადეიშვილის კადრია;
- ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას კადრია და მის დავალებებს ასრულებს.
მითების დეტექტორის თანახმად, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელობა პარლამენტს კონსპირაციულად, მათი უწყების ჩართულობისა და კონსულტაციის გარეშე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გამო აკრიტიკებდა, სახელისუფლებო მედიებმა ინსპექტორის აპარატის მიერ კანონპროექტის მოპოვება მიიჩნიეს საეჭვოდ.
"27 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო Postv-მ ლონდა თოლორაია კანონპროექტის "უკანონოდ მოპოვებაში" დაადანაშაულა და მასალა სათაურით "ლონდა თოლორაია არ პასუხობს შეკითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი" გამოაქვეყნა. POSTV-ზე დაყრდნობით, იდენტური ინფორმაცია იდენტური სათაურით ამავე დღეს სხვა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს. ესენია: imedinews.ge, kvira.ge, lid.ge, reportiori.ge, digest.pia.ge", — ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, მითების დეტექტორში აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო სააგენტოების გარდა, კანონპროექტის "უკანონოდ მოპოვებაში", რომელიც მხოლოდ ბიუროს წევრებს უნდა ჰქონოდათ სახელისუფლებო ექსპერტებმა, გია აბაშიძემ და ანდრია გვიდიანმა დაადანაშაულეს.
ასევე, კვლევაში ნათქვამია, რომ როგორც მმართველი პარტია ქართული ოცნების პარლამენტარი სოზარ სუბარი, ასევე კრემლისტური გამოცემა საქინფორმის მთავარი რედაქტორი სახელმწიფო ინსპექტორის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობას და ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. სუბარმა ინსტიტუტს მახინჯი და არაეფექტიანი უწოდა, არნო ხიდირბეგიშვილმა კი — ანტისახელმწიფოებრივი.
"კრემლისტური აქტორები, მათ შორის ძალადობრივ პლატფორმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ნიკოლოზ მჟავანაძე და ბექა ვარდოსანიძე, ასევე ონლაინ გამოცემა საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და პარტია ქართული იდეის ლიდერი ლევან ჩაჩუა სახელმწიფო ინსპექტორის დისკრედიტაციის მიზნით მას, ისევე როგორც სახალხო დამცველს, დასავლეთიდან მართულს უწოდებდნენ. ხოლო სამხედრო ბლოგერი დავით ნემსაძე ამერიკის ელჩს სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების გამო გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს", — ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, მითების დეტექტორმა აღმოაჩინა, ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, Zaza Kevlishvili, რომელიც ავრცელებდა სქრინს, სადაც დავით საყვარელიძის ფეისბუქ პოსტის რეაქციები ჩანდა, ტექსტით "ეს ლონდა თოლორაია სააკაშვილის პირად შნირს საყვარელიძეს გულებს რომ უხატავს და თან ასეთი მნიშვნელოვანი უწყების შეფია არაუშავრა ხო?"
ფოტო: მითების დეტექტორი
გარდა ამისა, სახელისუფლებო მედია POSTV-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ირწმუნება, რომ თოლორაიას მხარდამჭერ აქციაზე ენმ-ს წევრებს ფულს ურიგებენ. აღნიშნული ვიდეო საინფორმაციო სააგენტომ მარშალპრესი, აგრეთვე, კვირა, For.ge, Lid.ge, რეპორტიორი, infopostalioni.com, ექსკლუზივ ნიუსი, Age.ge, და ანტიოპოზიციურმა გვერდებმა სირცხვილის კორიდორი, პოლიტიკური აბსურდი და სიმართლის დროა კოორდინირებულად გამოაქვეყნეს.
ფოტო: მითების დეტექტორი
მითების დეტექტორის მიხედვით, სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების სამიზნე ლონდა თოლორაიასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამერიკისა და გერმანიის ელჩები გახდნენ, რომლებმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებული პაკეტის შესახებ კრიტიკული შეფასებები გამოთქვეს.
ყალბი ანგარიშები ლონდა თოლორაიას, სალომე ზურაბიშვილსა და ნინო ლომჯარიას ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში სდებდნენ ბრალს და ასევე აღნიშნავდნენ, რომ მთელი დროის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, ლონდა თოლორაია კი ამპარტავანი და "გატუტუცებული" გოგოა, რომელმაც სამსახურის დაკარგვა ვერ აიტანა. ყალბი ანგარიშები ასევე ელჩებს მოუწოდებდნენ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩარეულიყვნენ, რადგან მათი შეშფოთება უკვე არავის აინტერესებდა.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შექმნას გეგმავს. ამ ფაქტს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი სამსახურის გაუქმების შესახებ "კონსპირაციულად" დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს არა რეფორმა, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ამ უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
ამ გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც ფაქტი დამოუკიდებელ უწყებაზე მიზანმიმართულ, დაგეგმილ თავდასხმად და ანგარიშსწორებად შეაფასეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს მიზანმიმართული თავდასხმები დამოუკიდებელ ინსიტიტუტებზე და მისცეს საშუალება ინსპექტორს სრულად განახორციელოს საკუთარი მანდატი.
ხელისუფლებას ინსპექტორის გაუქმების ინიციატივის გაწვევისკენ მოუწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმაც, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ პროცესი ნაჩქარევი და შემაშფოთებელია. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმა კი საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ მიღების შემთხვევაში კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს, დაასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების ფუნქციონირებას.
გუშინ, 29 დეკემბერს პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი მესამე მოსმენაზე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს გადის.
მითების დეტექტორის კვლევის სრულად გასაცნობად გადადით ბმულზე.
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა

კომენტარები