21 მნიშვნელოვანი რამ, რაც 2021 წელს პოპკულტურაში მოხდა
წინა წლის მსგავსად 2021-ც საკმაოდ მძიმე, რთული და ტრაგიკული წელი გამოდგა. სხვა ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ისევ პანდემიაში გავატარეთ თითოეული დღე, რამაც, ცხადია, თავისი კვალი ყოველდღიურობაში ყველაფერს დაატყო.
ამის მიუხედავად, გასული 12 თვე ცუდი თუ კარგი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი სიახლეებით გამოირჩეოდა. ერთდროულად იმდენი რამ მოხდა, შეიძლება ზოგიერთი ამბავი უფრო შორეული წარსულის ნაწილი გეგონოთ.
ამ სტატიაში პოპკულტურის იმ მნიშვნელოვან სიახლეებს მოვუყარეთ თავი, რომლებზეც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ყველაზე ბევრს ლაპარაკობდნენ.
1. როგორც იქნა, ვანდა მაქსიმოფი დავაფასეთ
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მარველმა გამოუშვა სერიალი WandaVision, რომელიც ბევრისთვის იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე სუპერგმირებზე აქამდე გადაღებული პოპულარული ფილმების უმრავლესობა.
2. ქლოა ჭაო მეორე ქალი გახდა, ვინც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა
ასევე მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო კინოსურათად დასახელდა.
3. Friends-ის სპეციალურ ეპიზოდზე ბევრი ვიტირეთ
17 წლის შემდეგ მეგობრები ისევ შეიკრიბნენ, რომ ნოსტალგიის ზედმეტი დოზით ჩვენთვის გულები დაეხეთქათ.
4. ემა სტოუნმა კრუელა განასახიერა
და თან როგორ! კრუელა ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი იყო.
5. TikTok-ით ვისწავლეთ, როგორ მოვამზადოთ პასტა ფეტათი და პომიდვრით
იყენებთ თუ არა ტიკტოკის აპლიკაციას, ეს რეცეპტი აუცილებლად შეგხვდებოდათ სადმე მაინც და რას გვეტყვით, სცადეთ თქვენც ეს რეცეპტი? თუ თქვენც ჩვენსავით მხოლოდ სხვების შეფასებების მოსმენით დაკმაყოფილდით, რომ გამომცხვარი პასტა პირში გემოებით ეთამაშებოდათ?!
6. ყველამ აიკვიატა სერიალი ბრიჯერტონი
სერიალის მოყვარულების ჯგუფის ერთი სერიაც და წევრებს თუ ჰკითხავთ, რა იყო ამის მიზეზი, მათი უმეტესობა გიპასუხებთ, რომ მსახიობი რეგე-ჟან პეიჯი!
7. ABBA დაბრუნდა
40-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა ჯგუფმა ახალი ალბომი გამოუშვა.
8. სპორტსმენმა ტომ დეილიმ ოლიმპიადაზე ღუნღულა ჟაკეტი მოქსოვა
ბრიტანელმა წყალში მხტუნავმა ოქროს მედალიც მოიპოვა და მილიონობით ადამიანის სიყვარულიც, როცა ტოკიოს ოლიმპიადაზე ყაისნაღით ხელში გამოჩნდა.
9. დემნა გვასალიამ ბალენსიაგაში მაღალი მოდა 53 წლის შემდეგ ახალი ჩვენებით დააბრუნა
ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით 53 წლის შემდეგ ბალენსიაგაში მაღალი მოდის, ე.წ. ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება პირველად გაიმართა.
10. ბრიტნი გათავისუფლდა
ფანების დიდხნიანმა და დაუღალავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო: სასამართლომ ბრიტნი სპირსი მამის ძალადობრივი მეურვეობისგან გაათავისუფლა.
11. ლედი გაგამ თავისი ტრანსფორმაციით კიდევ ერთხელ გაგვაოცა
თითქოს, ლედი გაგასგან უკვე ყველა საოცრება ვიხილეთ და აღარაფერს უნდა გავეკვირვებინეთ, მაგრამ მან რიდლი სკოტის ახალ ფილმში House of Gucci კვლავ მოდის ზეიმი, მოულოდნელი ტრანსფორმაცია და საინტერესო სამსახიობო შესრულება შემოგვთავაზა.
12. მთელი წლის მუსიკალურ გაფორმებაზე ოლივია როდრიგო ზრუნავდა
ოლივია როდრიგო წლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, მისი ალბომიდან Sour სიმღერებს კი ტიკტოკიდან დაწყებული, მეგობრის ფლეილისტით დამთავრებული, ყველგან გადააწყდებოდით.
13. პიტერ პარკერსა და ემჯეის რეალურ ცხოვრებაშიც შეუყვარდათ ერთმანეთი
ვიღაცები კიმ კარდაშიანსა და პიტ დევიდსონზე საუბრობდნენ ყველაზე ბევრს, ჩვენ კი ტომ ჰოლანდისა და ზენდეიას წყვილი უფრო შევიყვარეთ.
14. ზენდეია მოდის სიმბოლოდ იქცა
ჩვენ კი მის ნომერ პირველ ფანკლუბად შეგვრაცხეთ, რასაც არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ!
15. ადელმა ახალი ალბომი გამოუშვა
როგორც იქნა, წლების შემდეგ ადელმა ახალი სიმღერები და მთელი სრული ალბომი გამოუშვა, რითაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა, თუ რატომ გვიყვარს ასე ძალიან ყველას.
16. Sex and the City-ის გაგრძელება გამოვიდა
მართალია, სამანტას გარეშე, მაგრამ ლეგენდარული მეგობრები მაინც დაბრუნდნენ ეკრანებზე.
17. ბილი აილიში ახალი სტილით მოგვევლინა
ამ ფენომენალურმა ახალგაზრდა მომღერალმა წლის, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი Happier Than Ever გვაჩუქა და თან თავისი ახალი სტილით კიდევ ერთხელ გაგვაოცა.
18. Squid Game-მა მსოფლიო დაიპყრო
სამხრეთკორეული სერიალი წლის სენსაციად იქცა, რომელზეც საუბრობდნენ მაყურებლებიც, კრიტიკოსებიც, პოლიტიკოსებიც და ექიმებიც კი.
19. ტრევის სკოტის კონცერტი ტრაგედიით დასრულდა
ამერიკელი რეპერის კონცერტზე ჯამში სულ 9 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა, რამაც მთელი მსოფლიო გააოგნა და მრავალ კონსპირაციულ თეორიასაც დაუდო სათავე.
20. კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე დემნა გვასალიას სამოსით შავი ხვრელი იყო, რომელმაც ყველას ყურადღება შეისრუტა
თანაც წითელ ხალიჩაზე დემნა გვასალიასთან ერთად გამოჩნდა.
21. სპაიდერმენის ახალმა ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა
ეს იყო ყველაფერი, რასაც ველოდით და უფრო მეტიც. ამიტომაც მიაღწია წარმატებას ერთდროულად როგორც კინოგაქირავებაში, ისე მაყურებლებისა და კრიტიკოსების შეფასებებშიც.
კიდევ რას დაამატებდით ამ სიას?
-
გადახედვაპაატა ბურჭულაძე: ძალიან დიდი ბრძოლა გველის წინ, რადგან ურჩხულის მოშორება ძნელია პაატა ბურჭულაძე: ძალიან დიდი ბრძოლა გველის წინ, რადგან ურჩხულის მოშორება ძნელია
-
გადახედვასაქართველოში ტემპერატურა იმატებს — გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში ტემპერატურა იმატებს — გარემოს ეროვნული სააგენტო
-
გადახედვა10 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი 10 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
-
გადახედვავილი სანიოლი: ვეცდებით, ალბანეთთან ისევე ვითამაშოთ, როგორც ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ ვილი სანიოლი: ვეცდებით, ალბანეთთან ისევე ვითამაშოთ, როგორც ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ
-
გადახედვათბილისის მერია საქართველო-ალბანეთის თამაშის ჩვენებას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს თბილისის მერია საქართველო-ალბანეთის თამაშის ჩვენებას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს
-
გადახედვაინტერვიუ კონფლიქტოლოგ ბადრი ბელქანიასთან ინტერვიუ კონფლიქტოლოგ ბადრი ბელქანიასთან
-
გადახედვათეა წულუკიანი: ბატონი ლაშა დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლებულად ითვლება 6 ოქტომბრიდან თეა წულუკიანი: ბატონი ლაშა დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლებულად ითვლება 6 ოქტომბრიდან
-
გადახედვაჰელსინკის კომისიამ საქართველოს შესახებ X-ზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიამ საქართველოს შესახებ X-ზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა
-
გადახედვალაშა ბაქრაძე: სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია მოველი ლაშა ბაქრაძე: სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია მოველი
-
გადახედვანახეთ: როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო 1.8 მილიარდი წლის განმავლობაში ნახეთ: როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო 1.8 მილიარდი წლის განმავლობაში
-
გადახედვათეა გოდოლაძე: ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა თეა გოდოლაძე: ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა
-
გადახედვასოლოვიოვს ოკუპირებულ აფხაზეთში კანონის მიღება უნდა, რომლითაც იმ ადამიანებს დაიჭერენ, რომელბიც NGO-ებს ეხმარებიან სოლოვიოვს ოკუპირებულ აფხაზეთში კანონის მიღება უნდა, რომლითაც იმ ადამიანებს დაიჭერენ, რომელბიც NGO-ებს ეხმარებიან
-
გადახედვაფეისბუქის ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი სუიციდისგან გადაარჩინა ფეისბუქის ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი სუიციდისგან გადაარჩინა
-
გადახედვამასკის თქმით, შესაძლებელია, მარსისკენ მისიები 2026 წლიდან შესრულდეს მასკის თქმით, შესაძლებელია, მარსისკენ მისიები 2026 წლიდან შესრულდეს
-
გადახედვაიენ მაკკელენმა დედოფალ ელიზაბეთ II-ს "უხეში" და "შეშლილი" უწოდა იენ მაკკელენმა დედოფალ ელიზაბეთ II-ს "უხეში" და "შეშლილი" უწოდა
-
გადახედვა10 სექტემბერს 12:00 საათზე აფგან სადიქოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 10 სექტემბერს 12:00 საათზე აფგან სადიქოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
-
გადახედვავარჰეი: ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზადაა, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს ვარჰეი: ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზადაა, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს
-
გადახედვავენეციის კინოფესტივალი დასრულდა — მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება ვენეციის კინოფესტივალი დასრულდა — მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება
-
გადახედვაშესაძლოა, მზის სისტემის კიდეზე კოსმოსური ობიექტების უცნობი პოპულაცია არსებობდეს შესაძლოა, მზის სისტემის კიდეზე კოსმოსური ობიექტების უცნობი პოპულაცია არსებობდეს
-
გადახედვამარგარიტა სიმონიანი: NGO-ები აფხაზეთში ახალგაზრდების კულტურული კოდის შეცვლას ცდილობენ მარგარიტა სიმონიანი: NGO-ები აფხაზეთში ახალგაზრდების კულტურული კოდის შეცვლას ცდილობენ
-
გადახედვარაში გვეხმარებიან პარტნიორები: უცხოური ფული განათლებაში რაში გვეხმარებიან პარტნიორები: უცხოური ფული განათლებაში
კომენტარები