კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის — ლონდა თოლორაია ცვლილებებზე
ფოტო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, დეკემბრის დასაწყისიდან ახალი წინადადების წარსადგენად პარლამენტთან კოორდინაციას ცდილობს, თუმცა ამაზე უარს ეუბნებიან და პასუხად დატვირთულ რეჟიმს ასახელებენ. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც თავად სამშობიაროდან უწყების გაძლიერების პროექტს წერდა, პარლამენტი მისი გაუქმების შესახებ კანონპროექტს ამზადებდა.
"ეს დამოკიდებულება რით დავიმსახურე ან პირადად მე, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ. მე თურმე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე. ელემენტარულია ალბათ, მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰქონოდა ვინმეს, რომ ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი, მინიმუმ და ალბათ უნდა გეთქვათ, რომ აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავთ ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ.
მე არ ვიცი რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას. არ ვიცი, ფორმალურად შეიძლება ვისხდეთ და ძალიან ბერვი ვილაპარაკოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენი გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა და ამას არანაირი ძალა არ შეგაცვლევინებთ, ამიტომ თქვენის ნებართვით, ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას და ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, რომ ინსპექტორს არ მიეცა ამ პროცესებში სრულყოფილად მონაწილეობის მიღების საშუალება. ამ კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის", — თქვა მან.
სხდომაზე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ის პროგრესის წინააღმდეგი არასოდესაა და თავადაც რომ ყოფილიყო ჩართული საკითხის განხილვაში, შესაძლოა, პროცესი უწყების ფუნქციების გაყოფითაც კი დასრულებულიყო, ოღონდ არა ამ ფორმით.
"კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმას, რომ ლონდა თოროლარია არასოდეს არ იქნება პროგრესული რეფორმების წინააღმდეგი. პირიქით, მე რომ ამ პროცესში ჩართული ვყოფილიყავი, შეიძლება ეს დასრულებულიყო ამ უწყებების გაყოფით, ოღონდ, არა ამ ფორმითა და მეთოდებით, როგორც ეს ახლა ხდება. იმიტომ, რომ თუ ეს აძლიერებს ორივე სამსახურს, პირველი ვიქნებოდი, ვინც იტყოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ასე", — განაცხადა მან.
ინსპექტორი დაინტერესდა იმ კონკრეტული მაგალითებით, თუ როდის და სად დაინახა პარლამენტმა პრობლემა ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის თანაარსებობაში. მისივე თქმით, გაუგებარია ისიც, თუ რატომ შეიტყო მან ამის შესახებ კანონპროექტის ინიცირების შემდეგ.
"კონკრეტული მაგალითები მჭირდება, იმიტომ, რომ მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელს, მაინტერესებს, სად დაინახა პარლამენტმა ეს პრობლემები და თუ პარლამენტს ეს პრობლემები დანახული ჰქონდა, ამის შესახებ რატომ ვიგებ მე დღეს ამ კანონპროექტით. იმიტომ, რომ არსებობდა, ალბათ, არაერთი ფორმატი, როდესაც თქვენ შეგეძლოთ ნებისმიერ დროს დაგეძახათ სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ჩემთვის და მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე მე არ მოვსულიყავი საქართველოს პარლამენტში და არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც მე რამე კოლეგიალობის პრინციპი ან ანგარიშვალდებულების პრინციპი დამერღვიოს", — თქვა მან.
მისივე შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც განიხილება, სრული ნონსესია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მასში ის უწყება არაა ჩართული, რომელსაც ცვლილებები უშუალოდ შეეხება.
"გახსენდებათ რეფორმა, ბატონო მიშა, რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტრომ გაიგო ბოლოს? გახსენდებათ ეგეთი პრეცედენტი? მე არ მახსენდება. 15 წელია მე ვმუშაობ საჯარო სამსახურში და არ მახსენდება რეფორმა გატარებულიყოს იმ უწყების გარეშე, რომელშიც მე ვმუშაობდი და რომლესაც ეს რეფორმა ეხებოდა", — უთხრა მან მიხეილ სარჯველაძეს.
თოლორაია დაინტერესდა იმითაც, თუ რატომ ვერ "გაუბედეს" კანონის ინიციატორებმა პროკურორებს, რომ მათ მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით განხორციელებული ქმედებები გამოეძიებინათ, მაშინ, როდესაც "გაუბედეს" სახელმწიფო ინსპექტორს, რომ სამსახურის გაუქმებაზე 288-გვერდიანი კანონპროექტი ისე დაეწერათ, ინსპექტორი ამაზე ინფორმირებული არ ყოფილიყო.
"ასევე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მუხლები, რომლებიც ემატება ქვემდებარეობის საკითხებს. მაინტერესებს, სტატისტიკას თუ ფლობთ, რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, იმიტომ, რომ თქვენ ამის პრეცედენტებს ვერ ნახავთ. ეს მუხლები მე ძალიან კარგად მომეხსენება, რისთვის არის ამ კანონში ჩადებული. გენერალური პროკურორის ანგარიშსაც ჩახედეთ, რამდენ ასეთ მუხლს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში. ამიტომ, ეს მუხლები არის თვალის ახვევის მცდელობა, თითქოს, რეფორმას ვატარებთ, რაც ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, სისხლის სამართლის სპეცალისტები არსებობენ პარლამენტში, ვინც, რეალურად ძალიან კარგად იცის, რომ ამის უკან არანაირი დანაშაულები, ახლები, არ დგას.
ასევე, მაინტერებს, თუ ეს მუხლი ქმედითია და ქმედითად ვამატებთ, რატომ ვერ გაუბედეთ გენერალურ პროკურატურას, რომ ეს მუხლებიც მოგეცვათ და პროკურორების მხრიდან ჩადენილი ეს მუხლებიც გამოეძიებინა სამსახურს, მაშინ, როდესაც გაუბედეთ სახელმწიფო ინსპექტორს ის, რომ 288 გვერდიანი კანონპროექტი დაწერეთ ისე, რომ ერთი შეკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაგისვამთ: ლონდა, ესე ვაკეთებთ, კარგად ვაკეთებთ, ცუდად ვაკეთებთ, იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ კანონს. რატომ ჩაითვალა ინსპექტორის სამსახური თქვენთვის ესე უმნიშვნელოდ, რომ არცერთი შეკითხვა არ დაგისვამთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", — განაცხადა მან.
ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.
გუშინ, 27 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირეს მხარი.
ამავე სხდომაზე სხდომაზე ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კანონპროექტის ალტერნატიული ვერსიის წინადადება დააყენა. როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, თუკი მათი წინადადების განსახილველად ბიუროს სხდომა არ ჩატარდებოდა, ეს რეგლამენტით გარანტირებული უფლებამოსილების წართმევად იქნებოდა აღქმული.
დღეს, ბიუროს სხდომა, სადაც ალტერნატიული წინადადება უნდა განხილულიყო, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომის ჩავარდნა შეგნებული ნაბიჯი იყო და ეს მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადადგმული პოლიტიკური სვლაა.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცესს "სრულიად კონსპირაციულს" უწოდებს. მისივე განცხადებით, "ოცნების" კანონპროექტი ძალიან საშიში პრეცედენტია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არჩევით თანამდებობაზე მყოფი ყველა პირისთვის.
თოლორაიას განცხადებით, ეს არის სიგნალი, რომ ისინი "ძალიან ჭკვიანად" უნდა იყვნენ. ის ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება. ამასთან, მისივე თქმით, ეს ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
ამავე თემაზე:
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები