მოგიწოდებთ, დაჩქარებული წესი შევაჩეროთ და მოვუსმინოთ ინსპექტორის ანგარიშს, რასაც რეგლამენტი გვავალდებულებს — აქუბარდია
ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.ge
სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თეონა აქუბარდია დეპუტატებს მოუწოდებს, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მოსმენა შეაჩერონ და ინსპექტორის ანგარიშს მოუსმინონ, რაც რეგლამენტითაცაა გათვალისწინებული.
"ძალიან უცნაურია, თუ რატომ არ განიხილა პარლამენტმა რვა თვის წინ შემოტანილი ანგარიში, რომელიც რეგლამენტით სამსახურმა წარმოუდგინა. კიდევ ერთხელ ვუერთდები ჩემი კოლეგების თხოვნას, რომ ის ანგარიში, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორმა წარმოადგინა პარლამენტში, მოვისმინოთ. გამოქვეყნებულია, საჯაროა, ძალიან საინტერესო ანგარიშია და შემდგომ დავიწყოთ განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები უნდა მოხდეს", — განაცხადა მან ბიუროს სხდომაზე.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ არ იყო ინფორმირებული სახელმწიფო ინსპექტორი ამ კანონპროექტის ინიცირების შესახებ და რატომ გადაწყდა ახალ წლამდე ამ საკითხის "დამთავრება". აქუბარდიამ კანონპროექტზე საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვისას, როგორც მათი, ასევე, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობაა საჭირო.
ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცესს "სრულიად კონსპირაციულს" უწოდებს. მისივე განცხადებით, "ოცნების" კანონპროექტი ძალიან საშიში პრეცედენტია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არჩევით თანამდებობაზე მყოფი ყველა პირისთვის.
თოლორაიას განცხადებით, ეს არის სიგნალი, რომ ისინი "ძალიან ჭკვიანად" უნდა იყვნენ. ის ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება. ამასთან, მისივე თქმით, ეს ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
ამავე თემაზე:
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
კომენტარები