არჩევნებამდე მადისკრედიტირებელი კამპანიების სამიზნე ყველაზე მეტად ენმ იყო — ანგარიში
ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურამდე სოციალურ ქსელში საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მადისკრედიტირებელი კამპანიების სამიზნე ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობა გახდა. GRASS-ის ანგარიშის მიხედვით, თუკი სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ მასალებსაც გავაერთიანებთ, საერთო ჯამში, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაცია უფრო მასშტაბური იყო.
"დამონიტორინგებული მასალიდან, მადისკრედიტირებელი გზავნილების შემდეგ სამიზნეს ქართული ოცნება წარმოადგენდა. გარდა ამისა, მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები ასევე გახდნენ მავნე დისკრედიტაციის სამიზნეები", — ნათქვამია ანგარიშში.
GRASS-ის თანახმად, გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:
- წინასაარჩევნო პერიოდში, დეზინფორმაციის გამოყენებით დისკრედიტაციის კამპანია, ერთი მხრივ, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ, საზოგადოებაში ჯანსაღი დებატებისა და მსჯელობის განვითარების საშუალებას მკვეთრად ზღუდავდა. მსგავსი ნეგატიური კამპანიები კი მოსახლეობის რეალურ პრობლემებს ჩრდილავდა და არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს ქმნიდა;
- წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დეზინფორმაციის უმრავლესობა ეხებოდა ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის სესხზე "უარის თქმის" საკითხს. პოლიტიკური ლიდერებისა თუ კანდიდატების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია უმრავლეს შემთხვევაში გაყალებებული ციტატების ფორმით გავრცელდა. მცდარი ინფორმაცია ასევე გავრცელდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესახებ. ამასთან, საარჩევნო დღის მიწურულს, 2 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში ფოტოების სახით კვლევითი ორგანიზაციების მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების ყალბი მასალები გამოქვეყნდა;
- წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეული პრორუსული თუ ანტიდასავლური აქტორის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მეტად საგანგაშო მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ ღიად გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები იყო, რაც, ბუნებრივია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ კუთხით, საზოგადოებრივ განწყობებს აზიანებს.
გარდა ამისა, კვლევაში კონკრეტული მაგალითებით არის აღწერილი წინასაარჩევნო პერიოდში დისკრედიტაციის კამპანიები შემდეგი მიმართულებებით:
- დისკრედიტაციის კამპანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ;
- დისკრედიტაციის კამპანია ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ;
- დისკრედიტაციის კამპანია გიორგი გახარიასა და პარტია საქართველოსთვის წინააღმდეგ;
- დისკრედიტაციის კამპანია სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ;
- დისკრედიტაციის კამპანია მედიის წინააღმდეგ;
- დისკრედიტაციის კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
სოციალური ქსელის მონიტორინგი მოიცავდა 300-მდე Facebook-ანგარიშს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ და/ან საწინააღმდეგოდ საინფორმაციო მანიპულაციების გავრცელებით გამოირჩეოდნენ.
"როგორც წესი, დამონიტორინგებული გვერდების უმრავლესობა ანონიმურად მოქმედებდა და რიგითი Facebook-მომხმარებლისთვის მათ უკან მდგომი ადამიანების ვინაობა და მიზნები ცალსახა არ იყო", — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
GRASS-ის განცხადებით, მონიროტინგი პირველი სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდა, რომლის დროსაც შეირჩა და გაანალიზდა 425 Facebook-პროდუქტი (მათ შორის სტატია, ფოტო/ვიდეო, ტექსტური პოსტი). სოციალურ ქსელში შერჩეული გვერდების მონიტორინგი ხდებოდა Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, CrowdTangle-ის მეშვეობით.
ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები