ზეიმი ბათუმში — დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა
2021 წლის 3 დეკემბერი — ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა.
გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
"უბედნიერესი ადამიანი ვარ — დინამო ბათუმის ჩემპიონობა ჩემი ოცნება და ამ ქალაქის დიდი ხნის მიზანი იყო. ყველას, ვისაც ჩვენი გაჩემპიონება გაუხარდა, მივულოცავ ამ გამარჯვებას და დაე, ეს დაწერილი ისტორია მომავალი ისტორიის საწინდარი იყოს. 4 დეკემბერს ბათუმში გრანდიოზული საზეიმო აღნიშვნა გვექნება. გპირდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს თარიღი დაუვიწყარი დღე გახდება, თამაშის შემდეგ გვექნება ლაზერშოუ, დიდი კონცერტი, გულშემატკივრებს დასამახსოვრებელ საღამოს ვპირდებით.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ევროპაბეთი ამ წარმატების მონაწილე თანაბრადაა. ამ კომპანიამ დინამო ბათუმის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამას არ დავივიწყებ და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. აქამდეც მითქვამს, რომ ევროპაბეთმა და პოპსპორტმა ამ გუნდის ისტორიის დაწერაში უდიდესი როლი შეასრულეს. ევროპაბეთმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ იდეა წარმატებად", — განაცხადა დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ.
დინამო ბათუმმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა — 1998 წელს თასზე გამარჯვებას, 2021 წელს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაუმატა. ტრიუმფალურ სეზონში ბათუმელებმა ბოლო წლების მთავარ მეტოქე დინამო თბილისს 4-დან 3 მატჩი მოუგეს.
ისტორიულ ჩემპიონობაში ბათუმელ გულშემატკივრებს შავი ზღვის პირატებს უდიდესი წვლილი მიუძღვით, რაც კარგად ჩანს სატურნირო ცხრილიდან: დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისზე 5 ქულით მეტი მოიპოვა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი საჩემპიონო ბრძოლაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონობა აქამდე 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, დინამო ბათუმი კი საქართველოს მე-10 ჩემპიონია.
ევროპაბეთი დინამო ბათუმს ჩემპიონობას ულოცავს
"ერთად ვწერთ ისტორიას", — დინამო ბათუმის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია ევროპაბეთის თანამშრომლობა 2019 წლის ზაფხულში სწორედ ამ იდეით დაიწყო. დღეს, თანამშრომლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, მთავარი მიზანი მიღწეულია: ისტორია დაწერილია — დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები