ლიტერას ჩაშლის შემდეგ, წულუკიანმა ახალი პრემია, "წლის საუკეთესო" დააფუძნა
ლიტერას ჩაშლის შემდეგ, თეა წულუკიანმა ახალი ლიტერატურული პრემია, "წლის საუკეთესო" დააანონსა. კულტურის მინისტრის განცხადებით, ამ პრემიის დაფუძნების ინიციატორი ქართული ოცნების დეპუტატი და ნოდარ დუმბაძის შვილი, ქეთევან დუმბაძეა.
ამავე ტიპის კონკურსი, ლიტერა 2021 წელს გაუქმდა. მისმა წევრებმა კონკურსის პროტესტის ნიშნად დატოვეს. წულუკიანის მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემია პირობებით ლიტერას მსგავსია. მსგავსებაა ნომინაციებშიც, თუმცა განსხვავებით წინა პრემიისგან, გამარჯვებულებს ოთხ ნომინაციაში გამოავლენენ, ესენია: წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული და წლის საუკეთესო პიესა. ამასთან, იდენტურია საპრიზო თანხაც და ის 5 000 ლარი იქნება.
"საპრემიო თანხა თითოეულ გამარჯვებულზე არის 5 000 ლარი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 27 დეკემბერს, თანაც წინასაახალწლო პერიოდში გავმართოთ ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი მწერლებისთვის", — ამბობს წულუკიანი.
მმართველი პარტიის დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის განცხადებით, უხარია, რომ ქართველი მწერლები საახალწლოდ პრემიას მიიღებენ.
"თქვენ ალბათ, ყველა ადევნებდით თვალს, რა სიხშირით ცხადდებოდა კონკურსები ამ ბოლო თვეების განმავლობაში და ეს კონკურსები შეეხო ყველა სფეროს, არ დარჩენილა სახელოვნებო სფერო, რომ რაღაცა ახალი ინიციატივა არ ყოფილიყო. იყო, რა თქმა უნდა, ლიტერატურის ხელშეწყობის პროექტებიც გამოცხადებული, იყო ახალი ალბობები, იყო ახალი წიგნები და ის რაც წელს შეიქმნა, რაც გამოიცა, რაღაც ნიშა დავინახე და ამიტომ გაჩნდა ეს იდეა. ძალიან მიხარია, რომ წლის ბოლოს ჩვენი მწერლები საახალწლოდ მიიღებენ პრემიებს", — თქვა მან.
ლიტერას მონაწილეებმა ბოიკოტი თავდაპირველად თეა წულუკიანის გამო გამოუცხადეს, ისინი მინისტრის განცხადებებსა და ქმედებებს აპროტესტებდნენ. ამას მოჰყვა ჟიურის წევრად კულტურის სამინისტროს წარმომადგენელის, იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნა. ჭუმბურიძის უკან გაწვევა კულტურის სამინისტროს იმავე დღეს საჯაროდაც მოსთხოვა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერაში მონაწილე ავტორების, დიზაინერების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილმა. კონკურსის ჩაშლამდე ერთი კვირით ადრე, ჟიური მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. კულტურის სამინისტრო კითხვას, აპირებს თუ არა დანიშნული ჟიურის წევრის გაწვევას, არ პასუხობდა, თავად ჭუმბურიძე კი აცხადებდა, რომ "ჟიურიში რჩებოდა". საბოლოოდ, მწერალთა სახლმა ლიტერატურული კონკურსის ჩაშლის შესახებ განაცხადა. პრემია 2015 წლიდან არსებობდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები