ვინც არ აღიარებს სახელმწიფოს, მას მიდგომაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი — კობახიძე ფოტიგაზე
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის "კრიმინალების მფარველია" და "საქართველოს არ ცნობს სახელმწიფოდ". კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ, ასეთ ადამიანებს სჭირდება "შესაბამისი მიდგომა" სახელმწიფოს მხრიდან.
"როდესაც შენ იუსტიციის მინისტრს წერ წერილს და ეუბნები, რომ გსურს პოლიტპატიმარ სააკაშვილთან შეხვედრა. როდესაც შენ პირდაპირ არ ცნობ სახელმწიფოს სახელმწიფოდ, არ აღიარებ სახელმწიფოს სახელმწიფოდ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციაც არის შესაბამისი და პოზიცია არის ის, რომ, ვინც არ აღიარებს სახელმწიფოს, ვინც საქართველოს არ ცნობს სახელმწიფოდ, მას სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი. კრიმინალების მფარველებს სჭირდებათ შესაბამისი მიდგომა", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში.
ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება და განაცხადეს, რომ მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას. ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპელი პარტნიორების ნაწილი გააკრიტიკა და მათ რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები უწოდა. ფოტიგას მიერ "პოლიტპატიმრების" ხსენების გამო, მან განაცხადა, რომ პარტნიორებმა ან უნდა აღიარონ, რომ საქართველო სახელმწიფოა, სადაც კანონი კანონობს, ან "მოუწევთ", რომ მათ უწოდონ "კრიმინალების მფარველები". კობახიძემ თქვა ისიც, რომ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობისას ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და არ ითანამშრომლებენ მათთან, ვინც მიკერძოების გამო "საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს".
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები