გივი ავალიანის ფოტოგამოფენა - ღია მაცივარი
მაცივრის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახების დიდ ნაწილს ბევრი რამ აქვს მაცივარში შესანახი. ფოტოგამოფენა - "ღია მაცივარი" ნეტგაზეთის ჟურნალისტმა, გივი ავალიანმა გააკეთა, რათა აესახა სოციალურად დაუცველების, სტუდენტების, დევნილების, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის, მაღაროელებისა და მეშახტეების ცხოვრება.
გამოფენა დღეს, 30 მარტს გაიმართა. როგორც პროექტის ავტორი მიიჩნევს, ფოტოპროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაინახოს საზოგადოებამ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ცარიელი, ნახევრად ცარიელი, ან ელექტროენერგიის გადასახადის ვერგადახდის გამო კარადად ქცეული მაცივრებით.
პროექტი განხორციელდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დახმარებით და ორბელიანი საქართველოს პლატფორმის საშუალებით, შვედეთის მთავრობის მიერ.
1.აზა ხოფენია ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. ორივე მათგანი უმუშევარია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 180 ლარის ოდენობით სოციალური დახმარებაა.
„სამუშაო არ არის. ძალიან გაჭირვებულები ვართ. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ეს თანხა არაფერში გვყოფნის, მხოლოდ საჭმელზე. მეზობლები გვეხმარებიან ხოლმე ტანსაცმლით, ჩვენ არც მაგის ყიდვის საშუალება გვაქვს. საზღვართან ვცხოვრობთ და უსაფრთხოების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მიწას ვამუშავებთ. საბოსტნე და საყანე ნაკვეთები გვაქვს, ცოტა თხილიც გვაქვს. რაც მოგვყავს, გასაყიდად კი არა, ჩვენც არ გვყოფნის.
რვა წელია, რაც დავქორწინდი და აქ გადმოვედი, თორემ ისე აფხაზეთში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე. ზუგდიდში უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ქორწინების შემდეგ სტუდენტის სტატუსი შემიჩერდა. ოჯახი, ბავშვი და ვეღარ მოვახერხე სწავლა. გული მწყდება სწავლა რომ ვერ დავამთავრე. ძალიან კარგი იქნებოდა, დამემთავრებინა, მაგრამ ასე მოხდა. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ინგლისურ ენას ვსწავლობდი.“
2. ბაგრატ ლაფაჩი ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან, შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. სახლს ახლაც ეტყობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კვალი. კედლები ნატყვიარი და დაზიანებულია, ხშირად წყალიც ჩადის. ეს ერთადერთი სახლია, რომელიც ხელისუფლებამ არ გაამაგრა, სახურავი არ გამოუცვალა. ბაგრატის თქმით, ამის მიზეზად ის დაუსახელეს, რომ ნაგებობა არ დამწვარა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბაგრატის პენსიაა, 180 ლარი. მისი შვილი გარდაცვლილია, რძალი კი, ქალაქ გორში დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს.
„საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ გვაქვს. 2008 წელს, ომის დროს რუსმა სამხედროებმა სახლიდან ყველაფერი გაზიდეს. შეშის ღუმელზე ვართ დამოკიდებული. საჭმელსაც მასზე ვაკეთებ. მიწას ვამუშავებთ და ვაშლსაც ვყიდით ხოლმე. ასე გაგვაქვს თავი. ჩვენთანაც და უფრო ხშირად, მეზობელ სოფლებში, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რუსი სამხედროები გლეხებს იჭერენ, შემდეგ ოსეთში მიჰყავთ, ფულს ითხოვენ. ვართ ასე გაჭირვებაში და შიშში.
რომ წავიდეთ, სად გვაქვს წასასვლელი? ან თავი რითი გავიტანოთ? აქ მიწა მაინც გვაძლევს საჭმელს. ცოტა ქათმები და ძროხაც გვყავს."
3. დავით ჟორჟოლიანი სტუდენტია. ქუთაისიდან თბილისში 4 წლის წინ გადმოვიდა. მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მშობლები იხდიან, რადგან საქართველოში სტუდენტური, ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო ადგილები თითქმის არ არსებობს.
„თვეში, დაახლოებით, 500 ლარი მჭირდება. ამ თანხას მშობლები მაძლევენ. ფულს სასწავლო მასალებზე, კვებასა და კომუნალურ გადასახადებზე ვანაწილებ. ამ თანხის 70 პროცენტი კვებაში მეხარჯება, რადგან, ძირითადად, გარეთ მიწევს ჭამა. თუ ბარში წასვლა და ერთი, ან ორი კათხა ლუდის დალევა გინდა, მაშინ იმ დღეს ნაკლები უნდა ჭამო, ან იაფიანი საჭმელი იყიდო. სტუდენტური სამუშაოები ძალიან ცოტაა, ხოლო რაცაა, ისეთ პირობებს გთავაზობენ, აღარც გიღირს განაცხადის გაგზავნა. კაფეებსა და მარკეტებში კი 10-12 საათიანი სამუშაო დღეა და 15-20 ლარს იხდიან. მაშინ სწავლას უნდა დაანებო თავი.
როცა მთელი კვირა დატვირთული გაქვს და სწავლობ, დასვენების დღეებში განტვირთვა გინდა. ანდერგრაუნდ ბარში ორი კათხა ლუდი რომ დავლიო და ფრი ვჭამო, 15 ლარი მჭირდება. კლუბში ვერ წახვალ. პარკში ვერ შეხვალ, ატრაქციონზე ვერ დაჯდები. შეყვარებული თუ გყავს, ეგ ყველაზე დიდი პრობლემაა, დამატებით გინდა რაღაცები. ახლა შეყვარებული არ მყავს."
4. ელენე ხვედელიძე ზესტაფონში მარტო ცხოვრობს. მას ეპილეფსია აქვს და მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს. ელენეს ყოველთვიური შემოსავალი 140 ლარია, აქედან 100 ლარი პენსიაა, ხოლო 40 ლარი – სოციალური დახმარება. საჭირო მედიკამენტები უფასოდ ეკუთვნის, თუმცა, უკვე ორი თვეა არ აუღია. მაცივარი 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დროს იყიდა. თუმცა, ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდის შიშით ძირითადად, გათიშული აქვს.
„აგენტი მოვიდა, მაღალი ქულები დამიწერა და მითხრა, სოციალური დახმარება 40 ლარზე მეტი არ გეკუთვნისო. პენსიაც მაქვს, 100 ლარი. ორი თვეა წამალი არ მოუციათ, სახელმწიფო ტენდერი არ გაიმართაო. კლინიკაში ვიყავი და საკრებულოში მიდით, იჩხუბეთ და მოგცემენო. სად ვიჩხუბო? შემიძლია მე ამდენი ნერვიულობა და ჩხუბი? ახლა ფულს ვსესხულობ და იმით ვყიდულობ. ჩემი მუშაობა არ შეიძლება. გონების გადაღლა, გადატვირთვა არ შეიძლება. სახელმწიფოს თანადგომას ვერ ვგრძნობ. ცუდად რომ გავხდები, მეზობლები მადგანან თავზე.
შარშან სესხი გამოვიტანე, სახლი ცოტათი გავარემონტე. რომ მოვკვდე, საიდანმე ხომ უნდა გამასვენონ, ხალხი ხომ უნდა მოვიდეს?"
5. გიორგი გიორგიძე ზესტაფონში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. გიორგი „ჯორჯიან მანგანეზში“, მძიმე მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობს. საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და ხშირია სამუშაო ადგილზე მუშების სიკვდილისა და მძიმედ დაზიანების შემთხვევები. გიორგი ამბობს, რომ ხელისუფლებას სამუშაო პირობების გაუმჯობესება არ აღელვებს. გიორგი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია შრომის ინსპექციის შექმნა.
„საწარმოში არ მუშაობს გამწოვი სისტემა. მაღალია დამტვერიანების დონე. ღუმელებზე მაღალი ტემპერატურაა. ნორმად 27 გრადუსია განსაზღვრული, ჩვენთან კი ხშირ შემთხვევაში 35 გრადუსია. დასაქმებულების 80 პროცენტი პოტენციურად ონკოლოგიური დაავადების მატარებელია.
ამ პირობების გათვალისწინებით, ანაზღაურება ჩვენი შრომის შესაბამისი არ არის. მუშების საშუალო ხელფასი 600 ლარია. ეს თანხა ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად არ არის საკმარისი. ინფლაციის შესაბამისად ხელფასების ინდექსაცია არ ხდება.
დედ-მამა პენსიონერები არიან. მხოლოდ მე ვარ დასაქმებული. ჩემი ხელფასი და მათი პენსია საკმარისი არ არის, თვიდან თვემდე საშუალოდ რომ ვიცხოვროთ. მდიდრულად კი არა, საშუალოდ. 450 ლარს ვიღებ ხელზე, დედ-მამის პენსია 360 ლარია. მამა მძიმედ არის ავად და მას სპეციფიური მკურნალობა და ზრუნვა სჭირდება. მედიკამენტების ყიდვა გვიჭირს ძალიან.
სახელმწიფო არასდროს დგას იმ სიმაღლეზე, რაც საჭიროა. როცა სამუშაო პირობების გამო გავიფიცეთ, სახელმწიფო ჩვენს მხარეს არ დამდგარა. პირიქით, სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა დამსაქმებლის ინტერესი უფრო გაეთვალისწინებინა, ვიდრე მუშების.
მუშებს შორის ერთიანობის მიღწევა ვერ ხერხდება. დღეს ყველა დასაქმებული ბანკზეა დამოკიდებული. ყველას აქვს საბანკო ვალდებულებები. ეს საწარმოს ადმინისტრაციისთვის დასაქმებულებზე ზეგავლენის მოსახდენად ყველაზე კარგი ბერკეტია. როცა საქმე გაფიცვამდე მიდის, მენეჯმენტი მუშებს ეუბნება – სამსახურს დაკარგავთ, აღარ გექნებათ შემოსავალი, აღარ გექნებათ კრედიტის გადახდის საშუალება. მე მესმის ამ ადამიანების, ძალიან ძნელია იმ მიზერული შემოსავლის დაკარგვაც. გაფიცვა შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, ეს პერიოდი არ გვინაზღაურდება და ხელფასის დაკლება ოჯახზე ცუდად აისახება. ამის გამო ერთიანობის შენარჩუნება ვერ ხერხდება."
6. იროდი ნეფარიძე ცოლთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შვილის პენსიაა, 180 ლარი. აქამდე, სოციალურ დახმარებასაც იღებდნენ, თუმცა შეუწყვიტეს. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაზე მომუშავე კომპანია გარემოს დაცვაზე არ ზრუნავს, შესაბამისად ჰაერი, მიწა და წყალი დაბინძურებულია.
„რამდენიმე თვის სოციალური დახმარება წინასწარ გვქონდა გამოტანილი, შემდეგ შეგვიწყდა და ახლა ყოველთვიურად 90 ლარს პენსიიდან გვაჭრიან. ეზოში ვენახი მაქვს და იმას ვუვლი. მიწა რომ დავამუშაო, მოსავალი არ მოვა, მიწა გამოფიტულია, მაღარომ გამოფიტა ყველაფერი.
წლების წინ ზეინკალი ვიყავი, მანქანებს ვარემონტებდი. მერე წარმოება გაუქმდა. მაღაროში არ მიმიღეს. ეგ კი არა, პირიქით, ხალხის გაშვება უნდოდათ. 57 წლის გავხდები მალე."
7. ლეილა ეხვაია შვილთან ერთად ხურჩაში ცხოვრობს. მისი სახლის წინ პატარა მდინარე ჩამოდის, რომლის მეორე ნაპირზე საყანე მიწა აქვს, თუმცა ვერ ამუშავებს. ეს მიწა უკვე აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული. ოჯახის შემოსავალი ლეილას 180 ლარიანი პენსიაა.
„მიწა აღარ გვაქვს, რომ დავამუშავოთ. პატარა ნაკვეთიღა დაგვრჩა. საქონელი გადადის ხოლმე მდინარეზე. ბოლო წლებში რამდნეიმე ძროხა, ღორი, თხა და ფრინველი დავკარგეთ. რომ გადავყვე, რუსი სამხედროები დამიჭერენ. შეიძლება დანაღმულიც იყოს მიწა. არავინ გვაქცევს ყურადღებას. ოთხმოცდაათიან წლებში, ომის დროს სახლი დაგვეწვა. კომპენსაციას მოგცემთო, მთავრობამ. სახლი შეაფასეს, თანხის ნაწილი მოგვცეს, ნაწილს დღემდე ვუცდით. ეს სოფელი უნდა დატოვოს ხალხმა, უნდა წავიდეთ. სკოლა არ არის, ახალგაზრდობა არ არის. ბავშვების ნაწილი სკოლაში გალის რაიონში დადის, ნაწილი აქეთ, გვერდით სოფელში.
180 ლარით რა უნდა ვქნა? შაქარი არ გინდა? ზეთი არ გინდა? სარეცხი ფხვნილი არ გინდა? საპონი არ გინდა? ახლა წასასვლელი ვარ ექიმთან, ექიმთან მივალ, მაგრამ წამლებს რომ გამოწერენ, რით ვიყიდო? მაღალი წნევა მაქვს. ბევრი წამალი მჭირდება."
8. მიხეილ ლახი მაღაროელია, მანგანუმის მოპოვებაზე მუშაობს. ის ცოლთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ უსახელოში, ორ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 500 ლარია.
„59 წლის ვარ. 17 წელია მაღაროში ვმუშაობ. ამ 17 წლის მანძილზე არც ბიულეტენზე ვყოფილვარ, არც სამუშაო დღე გამიცდენია, არც დახმარება ამიღია. კვირაში ხუთი დღე ვმუშაობ. კონტრაქტში 7 საათიანი სამუშაო დღე მიწერია, მაგრამ 8-9 საათი გვიწევს მაღაროს ტერიტორიაზე ყოფნა. სამსახურში 8 საათზე რომ მიხვალ, განწესება იწყება, ამის შემდეგ 40 წუთი გჭირდება მაღაროში, სამუშაო ადგილზე ჩასვლამდე. სამუშაო დრო ითვლება ადგილზე მისვლა. შესვენება არ არსებობს, შიანგანაწესში არ წერია. 40 წუთი გჭირდება უკან დასაბრუნებლად.
ხელფასი თვეში 500-600 ლარი გამომდის. დღიური ტარიფი 31 ლარია, მაგრამ გეგმა როცა არ სრულდება, ნაკლები გამომდის. დიდი გეგმას წერენ და ვერ ასრულებს მაღარო.
სოფელს რაც შეეხება, ახლა ერთი ძროხა გვყავს. ცოტა მეტი გვყავდა, მაგრამ გაჭირვების გამო გავყიდეთ. ქათმებიც გვყავს.
ზაფხულში ქალაქიდან შვილიშვილები ჩამოდიან და ამ ორ ოთახში ვერ ვეტევით, სოფელში ხის სახლი მქონდა, დავშალე და წამოვიღე. აქ აშენება მინდოდა. სესხი ავიღეთ, 3000 თასი ლარი. მეზობლები მომეხმარენ და ეს სამი ოთახი ავაშენეთ. გადასახურად ხის მასალა მჭირდება, ყიდვის საშუალება არ მაქვს. ჩვენს კომპანიას სოციალური პაკეტი აქვს. 2014 წლის თებერვალში დავწერე პირველად განცხადება და ხის მასალა ვითხოვე. ეს განცხადება ვეღარ ნახეს, დაიკარგა. იმ წელსვე მეორედ დავწერე და შევიტანე. მოვიდნენ, სურათები გადაიღეს, როგორი ფიცარი მოგიტანოთო? მერე კიდევ მივაკითხე და ის მეორე განცხადებაც დაკარგული ჰქონდათ. ვარ ასე, ვერ გადავხურეთ.“
9. მირიან იმედაძე აფხაზეთიდან დევნილია. ის ცოლთან, დედასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მირიანი ტყიბულის შახტაში მუშაობს. მირიანის თქმით, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ, ანაზღაურება კი ამ მძიმე შრომის შესაბამისი არ არის.
„2009 წლიდან ვმუშაობ შახტაში. არ მგონია ამაზე მძიმეა და მონური სამუშაო პირობები სხვაგან არსებობდეს. რასაც გვიხდიან, საჭმელში და კომუნალურ გადასახადებში გვყოფნის. ტანსაცმლის ყიდვაც კი გვიჭირს ხოლმე. მაღაზიის მფლობელებმა იციან, რომ მეშახტეები ვართ და წინასწარ, ნისიად გვაძლევენ პროდუქტებს. თვის ბოლოს ვისტუმრებთ ამ ვალს.
ხელისუფლებისგან მიტოვებულები ვართ. ეს ქალაქი შახტაზეა დამოკიდებული. შახტა რომ გაჩერდეს, ქალაქი პარალიზდება. 90-იან წლებში იყო შახტა გაჩერებული და არ მუშაობდა მაღაზია, არ მუშაობდა აფთიაქი, არაფერი მუშაობდა.
მძიმე მრეწველობაში დასაქმებულებს საშემოსავლო გადასახადი უნდა გაგვიუქმდეს, ჩვენთვის საპენსიო ასაკიც უნდა დაწიონ და პენსიაზე დანამატიც გვეკუთვნის.
ადრე 1 დოლარი 1,7 ლარი ღირდა, ახლა 2,5 ლარია. კომპანია ნახშირს დოლარში ყიდის. ანუ, ახლა ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ, მაგრამ ეს ზრდა ჩვენს ხელფასებზე არ აისახა.“
10. მზევინარ გაგოშიძე მარტოხელა დედაა. ის 3 წლის შვილთან ერთად ბარაკის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს, თუმცა ეს ბარაკიც არაა მისი, რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. სახლი ავარიულია და ნესტიანი. მზევინარი სოციალურად დაუცველია და ყოველთვიურად 108 ლარს იღებს. ამავდროულად, სკოლაში დამლაგებლად მუშაობს, სადაც 160 ლარს უხდიან.
„მაცივარი აქ დამხვდა. გაფუჭებულია. პროდუქტების შესანახად ვიყენებ. ზაფხულში კერძს ვერ ვაკეთებ, იმ დღესვე მიფუჭდება. ზამთარში შეშის ღუმელით ვთბებით. მერიამ შეშა მომიტანა, მაგრამ ერთი თვე თუ მეყოფა. მერე რა უნდა ვქნათ?
დღეს საჭმელი არ მქონდა და მაღაზიიდან ნისიად გამოვიტანე კარაქი და საჭმელი. ბავშვი მეუბნება ხოლმე – ეს მინდა, ის მინდა. გული მეწვება, არაფრის საშუალება მაქვს. ჟურნალისტები რომ მოდიან და უყურებენ, რა პირობებში ვცხოვრობ, ჩემს შვილს ცოტა ფულს ჩუქნიან ხოლმე. კედლები დახეთქილია. ნესტია, მორიელები შემოდიან ხოლმე. აქ ბავშვის გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ სად წავიყვანო? მერია სოციალურ საცხოვრისს აშენებს, განცხადება მაქვს შეტანილი, რომ არ დამიკმაყოფილონ, წავალ და ჩემს შვილთან ერთად მერიასთან დავწვები."
11. 2012 წელს ქუთაისში 25-მა უსახლკარომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობა დაიკავა და ოთახები გადაინაწილა. ყველას თითო ოთახი შეხვდა. ოთახების უმრავლესობა 20-30 კვადარტული მეტრის ფართობისაა. მას შემდეგ ნინო მხეცაძე ამ შენობაში ცხოვრობს. ამავე შენობაში ცხოვრობენ მისი ქალიშვილი, ქალიშვილის ქმარი და შვილიშვილი, მაგრამ მათ ოთახში წყალი ჩადის და ზამთარში ოთხივეს ერთ ოთახში უწევს ცხოვრება. ნინო უმუშევარია. სოციალურ დახმარებას არ იღებს.
„სახლებს ვალაგებ ხოლმე. თვეში 3-4 ჯერ თუ გამოჩნდება რამე, 20 ლარს მაძლევენ ხოლმე. სხვების დახმარებით ვცხოვრობთ. ვინც ჩვენზე იგებს, გვეხმარება ხოლმე. ჩემი სიძეც დღიურად მუშაობს, როცა სადმე საქმე გამოჩნდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვიყავი გათხოვილი. ჩემი ქმარი დიდი ხნით იყო წასული სხვა ქალაქში, მერე სხვა ქალზე იქორწინა. იქ ვინღა გამაჩერებდა?! წამოვედი და დედასთან ვცხოვრობდი. მერე ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა, ვეღარ დავეტიეთ და წამოვედი. ნაქირავები მქონდა ოთახი, ვეღარ შევძელი გადახდა და მერე აქ შემოვედით. მაცივარი ბიძაშვილმა მაჩუქა. ზამთარში გათიშული მაქვს, ბევრ წერს.“
12. ქიშვარდი კალანდაძე უსახლკაროა. ის რუსეთის მოქალაქის კუთვნილ ქოხში ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ სახლის ერთი კედელი ჩამოინგრა და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ქიშვარდი ომის ვეტერანია, საპენსიო ასაკამდე ვეტერანის პენსიას იღებდა, ახლა ასაკობრივ პენსიას იღებს, 180 ლარს. ამის გარდა მისი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 60 ლარი.
„აქ ვიწექი კედელი რომ ჩამოინგრა, ერთიანად წამოვიდა. გადავრჩი. ახლა ამ სამ კედელში მძინავს. ესეც არ არის ჩემი, სხვისია. როცა ღამე დიდი ყინვებია, მეზობლის საკუჭნაოში მძინავს ხოლმე. 15 წელია მერია მპირდება ბინას მოგცემთო. ამ წლების განმავლობაში ხან სად ვცხოვრობდი , ხან სად.
ცოტა ხნის წინ ავად ვიყავი და წამლების ფული რომ არ მქონდა, სამი თვის პენსია წინასწარ გამოვიტანე. სულ წამლებში წავიდა ეს ფული. ახლა 60-60 ლარით ლარით უნდა ვიცხოვრო 3 თვე."
-
გადახედვაIPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს IPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს
-
გადახედვა"აგარის" თანამშრომლები დაპირებულ ე.წ მე-13 ხელფასს ითხოვენ — დირექტორთა საბჭო 2 ტომარა შაქარს სთავაზობს "აგარის" თანამშრომლები დაპირებულ ე.წ მე-13 ხელფასს ითხოვენ — დირექტორთა საბჭო 2 ტომარა შაქარს სთავაზობს
-
გადახედვაგერმანიის საგარეო უწყება წერს, რომ "ქართულ ოცნებაში" პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას განიხილავენ გერმანიის საგარეო უწყება წერს, რომ "ქართულ ოცნებაში" პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას განიხილავენ
-
გადახედვაგახარია საქართველოსთვის: სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება გახარია საქართველოსთვის: სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება
-
გადახედვასოციალურ მუშაკთა გაერთიანება: პოლიტიკური შეხედულებების გამო სოციალურ მუშაკებს სამსახურიდან ათავისუფლებენ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება: პოლიტიკური შეხედულებების გამო სოციალურ მუშაკებს სამსახურიდან ათავისუფლებენ
-
გადახედვადაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი — ცნობილი დეტალები დაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი — ცნობილი დეტალები
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი განმარტავს, ვინ იქნება მიწვეული მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ცერემონიაზე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ვინ იქნება მიწვეული მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ცერემონიაზე
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე
-
გადახედვაზურაბიშვილი: არც ისე ბევრ ქვეყანას შეუძლია ევროპული მომავლისთვის მარშზე ეროვნული უმცირესობების ასე გაერთიანება ზურაბიშვილი: არც ისე ბევრ ქვეყანას შეუძლია ევროპული მომავლისთვის მარშზე ეროვნული უმცირესობების ასე გაერთიანება
-
გადახედვალაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა
-
გადახედვასაქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობის თაღლითურად თანხის დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობის თაღლითურად თანხის დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
-
გადახედვა30 დეკემბერს ელინისტთა და ელინოფილთა მარში გაიმართება 30 დეკემბერს ელინისტთა და ელინოფილთა მარში გაიმართება
-
გადახედვარუსეთის პროკურატურამ ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა რუსეთის პროკურატურამ ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა
-
გადახედვადონალდ ტრამპი: შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ დონალდ ტრამპი: შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ
-
გადახედვაირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, [ეს] არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან ყველა ვეთანხმებით ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, [ეს] არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან ყველა ვეთანხმებით
-
გადახედვაირაკლი რუხაძე: შესაძლებელია, უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა” ირაკლი რუხაძე: შესაძლებელია, უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”
-
გადახედვაკარლ ბილდტი: ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კარლ ბილდტი: ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტი — 26 დეკემბერს დაგეგმილი აქციები უწყვეტი პროტესტი — 26 დეკემბერს დაგეგმილი აქციები
-
გადახედვააქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული პირების შემდეგი პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული პირების შემდეგი პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება
-
გადახედვა"აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
-
გადახედვადღეს, მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის აქცია/მარში გაიმართება დღეს, მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის აქცია/მარში გაიმართება
კომენტარები