ელჩების შეფასებებზე კომიტეტის განცხადებას კიდევ ერთი მოსამართლე ემიჯნება
ფოტო: everything possible / Shutterstock
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, დევი დევიძე კიდევ ერთი მოსამართლეა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებზე ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას ემიჯნება. დევიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები 30 წლის მანძილზე აფინანსებენ პროექტებს ქვეყანაში ინსტიტუტების, მათ შორის, მართლმსაჯულების გასაძლიერებლად და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებენ.
"ფინანსური დახმარება არ არსებობს რჩევის, გამოცდილების გაზიარების, კეთილი სურვილების, შეცდომებზე მითითების და საღი კრიტიკის გარეშე. ამის გარეშე ყოველგვარი ფინანსური ინტერვენცია ჯანსაღ იდეას და ლოგიკას იქნება მოკლებული.
დარწმუნებული ვარ, მეგობარ ქვეყნებს სურთ იხილონ ძლიერი საქართველო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, რათა დაიკავოს ღირსეულ ადგილს ევროპულ (ევროატლანტიკურ) ოჯახში. სხვაგვარად შეუძლებელიც არის, ეს ჩვენი ხალხის დეკლარირებული ნებაა", — წერს ის საკუთარ Facebook-ზე.
დევიძის თქმით, ელჩების "განცხადებების პათოსი" ორი ახალი მოსამართლის არჩევისას კონკურენტულობის ნაკლებობასთან დაკავშირებით გასაზიარებელია.
"ბუნებრივია, რომ დასავლეთი მოელის მათი დახმარების, მხარდაჭერის უკუგებას, რადგან გარდა კეთილი სურვილებისა, ეს მათი მხრიდან ანგარიშვალდებულების გამოვლინების ფორმაცაა თავიანთი გადასახადის გადამხდელების/ამომრჩევლების წინაშე", — აცხადებს მოსამართლე.
31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, თუმცა დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებაზე. ევროკავშირის ელჩის თქმით, საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯი. აშშ-ის საელჩომაც განაცხადა, რომ ეს პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ შერჩევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, ახალი წევრების არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებული მცდელობა შეინარჩუნოს გავლენები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ამბობს, რომ ეს კლანური მმართველობის მანიპულაციაა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი კი აცხადებს, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ.
პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ შეფასებები გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ვერანაირად დააზიანებს. მათივე აზრით, გაუგებარია, რატომ შეფასდა 31 ოქტომბერს კონფერენციის ჩატარება ნაჩქარევად, როდესაც ის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით ჩაინიშნა. კომიტეტის განცხადებას უკვე 20-მდე მოსამართლე ემიჯნება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები