ხობში პოლიციელი მოკლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც საქართველოს პროკურატურაში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნულზე დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.