იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფასა და ნატურალურ წვენებს იღებს
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და გარკევული დროის შემდეგ მან ფაფები და წვენები მიიღო. ამის შესახებ ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში [...] დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მან მიიღო საბანკო ბარათი, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ განაცხადა უარი. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა, საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები, ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ამას იმიტომ ასაჯაროებს, რომ აღნიშნულზე უკვე პარლამენტის დეპუტატს უპასუხეს, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კითხვით მიმართა.
"ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ვალდებული ვიყავით, გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და ერთ-ერთი შეეხებოდა, დიახ, საკვებ პროდუქტებსაც. საუბარი იყო იმაზე, ადრე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა [პროდუქტები], დასმული იყო ასეთი შეკითხვაც. ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა, ამ პროდუქტების მიღება. ამის შესახებ ჩვენ უკვე პარლამენტს ვუპასუხეთ, ეს ინფორმაცია ისეც საჯარო გახდება", — განაცხადა მან.
ამის პარალელურად, დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და მოსალოდნელია კოლაფსი. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა სერიოზული კვალი.
დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე პატიმრის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები.
პატიმრის უფლებებზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც. მან განმარტა, რომ განცხადებები მოშიმშილე პატიმარზე დელიკატური უნდა იყოს, რათა მან შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებს არ მიმართოს.
სააკაშვილი უკვე 36 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს. ამ ეტაპზე სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები