მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ — დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ახალი მოსამართლეების არჩევას ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ.
"მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ, რის შედეგადაც საბჭოს ორმა წევრმა თეა ლეონიძემ და თამარ ონიანმა მიმართა კონფერენციას იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის განცხადებით. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აუხსნიათ თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. ორი ქალის მიერ ერთდროულად მაღალი თანამდებობის გაურკვეველი მიზეზით დატოვება საბჭოში, სადაც ყოველთვის კაცი წევრები დომინირებდნენ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საეჭვოს ხდის მათ მიერ ნამდვილი ნების გამოხატვას.
მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უალტერნატივო არჩევნებში, მხარი დაუჭირა საბჭოს წევრებად გიორგი გოგინაშვილის და პაატა სილაგაძის არჩევას. ორივე მოსამართლე არის კლანთან მჭიდროდ დაახლოებული პირი", — აცხადებენ ისინი.
იურისტთა ჯგუფის განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციის შედეგი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემას აკონტროლებს პირთა ერთი ჯგუფი — კლანი, რომელიც ცდილობს საკადრო გადაადგილებებს ისეთ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება აირიდოს მაქსიმალურად თავიდან, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განაწესოს პირები კლანისადმი ერთგულების ნიშნით.
"ცალკე აღნიშვნის ღირსია მოსამართლეთა მხრიდან ქალთა თანამდებობებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხის მიმართ დამოკიდებულება. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საბჭოს კიდევ ორი კაცი წევრი დაემატა. შედეგად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ 7 მოსამართლე წევრს შორის მხოლოდ ერთი ქალი წევრი დარჩა. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს ქალი თავმჯდომარე და ქალთა უმრავლესობით დაკომპლექტებული მოსამართლეთა კორპუსი გულგრილი აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართაც", — ამბობენ ისინი.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ამ მიმართულებით საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"ამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოუწოდებს საზოგადოებას ამ მიმართულებით აქტიურობისკენ. ქვეყანაში სამართლებრივი სიმშვიდის დასამყარებლად, პოლარიზაციის და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ყველა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს გავლენიანი ჯგუფის მმართველობისგან მართლმსაჯულების გათავისუფლების იდეის ირგვლივ. მათი ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა შესაბამისი მექანიზმების შემუშავებასა და ხელისუფლებისგან მათი განხორციელების მოთხოვნის გეგმაზე", — აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.
სილაგაძე და გოგინაშვილი თამარ ონიანსა და თეა ლეონიძეს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ამოსწურვიათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში On.ge-ს უთხრეს, რომ მათ თანამდებობები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს. უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
პაატა სილაგაძე 2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. ის იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლე.
რაც შეეხება გიორგი გოგინაშვილს, სილაგაძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადო მოსამართლეა, თუმცა თანამდებობაზე უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში განაწესეს. გოგინაშვილის იყო სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები