პროტესტის ნიშნად თანამდებობა შსს-ს უკვე მე-8 თანამშრომელმა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, გოჩა კვარაცხელიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც სხვებმა, მხარდაჭერა კვარაცხელიამაც გამოუცხადა ლექსო რაფავას.
"ვმუშაობ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. პროტესტს ვუცხადებ პოლიციის თანამშრომლების უკანონოდ დაკავებულებს, ბატონ ლექსო რაფავასა და სხვა პოლიციელებს, აი, ამ გმირებს, ვინც უკანონოდ არიან დაკავებულები. მე ვტოვებ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძალოვან სტრუქტურას", — თქვა კვარაცხელიამ.
გოჩა კვარაცხელია შსს-ს უკვე მე-8 თანამშრომელია, ვინც პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წავიდა. დღეს თანამდებობა დატოვა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, საბა კოხალეიშვილმა. ხოლო გუშინ, 25 ოქტომბერს სამსახურიდან წავიდნენ, იმერეთში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა, რომან ანთიამ, სამეგრელოში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამ.
მანამდე 21 ოქტომბერს სამსახურიდან წავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რევაზ ლაზიშვილი, 22 ოქტომბერს კი, შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჭაბუკა რაფავა. 23 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა სამეგრელოში პატრულ-ინსპექტორმა, ომარ არქანიამაც.
20 ოქტომბერს, ღამით ხობში ორი ყოფილი ძალოვნის, ლექსო რაფავასა და რუსლან შამახიას საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. რაფავა დააკავეს, შამახიას თქმით კი, წაიღეს მის სახელზე გაფორმებული იარაღი. ენმ აცხადებს, რომ ლექსო რაფავას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების კითხვას მომხდართან დაკავშირებით უპასუხა, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა. სხვა კომენტარს შსს ამ ეტაპზე არ აკეთებს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები