ქართული ოცნების აქციის გამო ხვალ თბილისში მოძრაობა შეიზღუდება
მერიის ინფორმაციით, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი აქციის გამო, 27 ოქტომბერს, 00:00 საათიდან, თბილისში მოძრაობა შეიზღუდება.
გადაადგილება არ იქნება შესაძლებელი კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩის დახმარებით.
გარდა ამისა, 17:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.
მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა მგზავრებს ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდეგ კი ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.
მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ რუსთაველის ტერიტორიაზე მოხვედრა გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი.
მეტროსაადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით შეძლებენ გადაადგილებას.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, განრიგი ასეთია:
- ავტობუსები: #6, #14, #31, #33, #37, #42, #46, #52, #58, #87, #88, #150 და #301, ასევე, მიკროავტობუსები: #2, #31, #41, #72, #120, #133, #137, #145 და #170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის მიმართულებით გადაადგილდებიან;
- რუსთაველის ქუჩიდან ზეთისხილის ხის შემოვლით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი მტკვირს მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებიან ავტობუსები: #31, #37, #46, #301, #345.
- მიკროავტობუსები: #2, #31, #72, #120, #133, #137, #170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე და შედეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ რუსთაველამდე იმოძრავებენ, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ;
- ავტობუსები: #50, #71, #344 და მიკროავტობუსები: #140, #149, #176 გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხედის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ.
- ავტობუსები: #2, #20, #25, #39, #43, #59 და #80 პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნდებიან და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ;
- #4, #10, #90, #103, #106 და #112 ავტობუსები, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე, #11-ის მიმდებარედ შეწყვეტენ. ამავე ადგილას დაასრულებს მოძრაობას, #83 ავტობუსი, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება;
- #124 ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩებით იმოძრავებს, შემდეგ კი, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. უკუმიმართულებით, აღნიშნული ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებს გაივლის და მეტროსადგურ რუსთაველამდე მივა.
ქართულმა ოცნების მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებული "პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება" თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები