საკონსტიტუციომ მუნიციპალური არჩევნებისთვის სიაში კაცის ჩასმის ვალდებულება გააუქმა
საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მუხლი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ არჩევნებში სიაში ყოველ სამეულში ერთი კაცი მაინც უნდა იყოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად მიიჩნევა ის მუხლიც, რომლითაც საკრებულოს წევრი კაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლე პარტიულ სიაში მყოფი მომდევნო კაცი უნდა იყოს.
საკონსტიტუციოში სარჩელი გენდერულ კვოტირებაზე იყო შეტანილი. ევროპული საქართველოს წევრები, რომელთა ინტერესებს თავისუფლების ინსტიტუტი იცავდა, გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ. ზევითხსენებული გადაწყვეტილება სასამართლომ ისე მიიღო, რომ მოსარჩელეებს უარი უთხრა კვოტებთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე.
მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ სადავო ნორმები ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას პოლიტიკურ პარტიათა შორის, კერძოდ, არათანაბარ მდგომარეობაში არიან, ერთი მხრივ, ის პარტიები, რომლებიც საკმარის ადამიანურ რესურსს ფლობენ, რათა გენდერული კვოტირების მოთხოვნა დააკმაყოფილონ, ხოლო, მეორე მხრივ, ის პარტიები, რომლებსაც ასეთივე გენდერულად დაბალანსებული ადამიანური რესურსი არ გააჩნიათ.
თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის გარეშე "ამგვარ არადემოკრატიულ მექანიზმებზე სასამართლოს ზედაპირული გადაწყვეტილება" მიანიშნებს, რომ პლენუმის უმრავლესობას არ ესმის საკითხის შინაარსი და მისი სერიოზულობა. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა პრეცენდენტი, რომელიც არა თუ სასამართლოს წინა პრაქტიკას, არამედ კონსტიტუციის არსებულ რედაქციას არსებითად ეწინააღმდეგება.
"საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განხილვის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება ისეთ არადემოკრატიულ მექანიზმზე, როგორიც ამომრჩევლისგან მინიჭებული მანდატის გაუქმებაა. სასამართლოს ამგვარი სტანდარტი არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც კონსტიტუციას, ასევე სასამართლოს აქამდე დამკვდრებულ პრაქტიკას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ კაცების სავალდებულო კვოტირება გააუქმა, მაგრამ არც კი განიხილა მანდატის გაუქმების არაკონსტიტუციურობის საკითხი", — აცხადებენ თავისუფლების ინსტიტუტში.
მათი განმარტებით, მანდატის გაუქმების ნორმა არის არადემოკრატიული წესი და ამომრჩევლის ნების ინჟინერია, ასევე არღვევს კანდიდატების უფლებას, იყვნენ მათი ამომრჩევლების წარმომადგენლები, და პოლიტიკური პარტიის პასიურ საარჩევნო უფლებას.
2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხსაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კვოტირება პოლიტიკაში ქალთა გაძლიერების მიზეზით მიიღეს, პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობდა. კვოტირებას მხარი ქართულმა ოცნებამ, ნაიცონალურმა მოძრაობამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაუჭირეს. ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ ევროპული საქართველოს მაშინდელი წევრები. თუმცა, მოგვიანებით ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მან ნეგატიური დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა.
პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ — თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა. მათ მიიჩნიეს, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. მათი შეფასებით, საერთოდ არ შეფასდა, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე.
აღსანიშნავია, რომ კვოტირების წესის მიმღებმა მმართველმა გუნდმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესი შეცვალა — საკანონმდებლო ნორმა, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელ თვითმმართველობის ყველა არჩევნებში პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ყოველი მესამით შეცვალა.
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები