ძალიან მაინტერესებს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი — ღარიბაშვილი ანზორ მელიაზე
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს", ხოლო ქართული ოცნებას "ღირსეული ზუგდიდელი" და "უწესიერესი კაცი" ჰყავს კანდიდატად. ანზორ მელიაზე საუბრის დაწყებამდე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოპონენტზე საუბარი არ სურდა, თუმცა მაინც ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, მე არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე. ანზორ მელია, რა თქმა უნდა, შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ან ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ზუგდიდს, ამ ქალაქს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მელია გაიმარჯვებს, შეუძლებელი იქნება მასთან ურთიერთობა და მოხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის წყვეტა, ეს კი ზუგდიდელებს დააზარალებს.
"დავუშვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ მთავრობას ამ ადამიანთან ან ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ამით ხომ დაიჩაგრება ისევ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა — ზუგდიდელები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში", — აცხადებს პრემიერმინისტრი.
2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ხმების 46,88% აიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ — 41,15%. ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებშორის, სადაც 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები