10 მტკივნეულად ნაცნობი სიტუაცია მათთვის, ვისაც შაკიკი აქვს
შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც უმეტესად მემკვიდრეობითია და თავის მწვავე ტკივილებთან ერთად, შრომისუნარიანობის დაქვეითებით ხასიათდება. ყველასთვის, ვისაც შაკიკი აწუხებს, ნაცნობი იქნება ინტენსიური, მფეთქავი ტკივილი უმეტესად თავის ერთ მხარეს, აურა — მხედველობის არეში შავი, ნათელი ან მოციმციმე წერტილების გაჩენა, გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინება, სინათლის და ხმების აუტანლობა, სისუსტე, გაღიზიანება და სხვა სიმპტომები.
თუმცა, კიდევ არსებობს რამდენიმე სხვა მდგომარეობა ან სიტუაცია, რომელიც შაკიკის მქონე ადამიანების უმეტესობას, მათ შორის ამ სტატიის ავტორს, ერთხელ მაინც გამოუცდია. მაშ ასე:
1. წვეულებებს თუ ახალ რესტორანში წასვლას ვუფრთხით, რადგან შეიძლება იქ ისეთი რამ ვჭამოთ, რის გამოც შაკიკის შეტევა დაგვეწყოს
"დასასრულის დასაწყისი" ჰქვია იმ რამდენიმე ლუკმას, რომელიც სავარაუდო მაპროვოცირებელ ინგრედიენტს, მაგალითად კოფეინს, შოკოლადს, ალკოჰოლს, ზოგიერთი სახეობის ყველს, ძეხვეულს და მრავალ სხვა რამეს შეიცავს.
2. ძალიან გვაშინებს მენსტრუაციის დაწყება
იმიტომ, რომ ჰორმონების ცვლილება და შაკიკის შეტევა, შეიძლება ითქვას, სინონიმებია. თითქოს ის არ გვეყოფოდა, რომ საკვერცხეები და მუცელი გვტკივა, შებერილი ვართ და ზოგჯერ მაინცდამაინც არ გვეღიმება!
3. შეიძლება ითქვას, რომ მოყვარული მეტეოროლოგები ვართ, რადგან ამინდის ზოგიერთი ტიპი შაკიკს გვიმწვავებს
დარია თუ ააავდარიიიააა... წამლები მაგარიააა!
4. საღამოს ბარში რომ არ გავიდეთ, სხვა რამეს ვიმიზეზებთ, ყველაფერს, შაკიკის გარდა!
გულწრფელად რომ ვთქვათ, ასეთ დროს გულწრფელობის თავი ზოგჯერ არ გვაქვს!
5. ამას კი იმიტომ ვაკეთებთ, რომ როცა ვამბობთ, თავი გვტკივა-თქო, გვპასუხობენ — კიიიდეეეეეევ????
ქრრრრონიკულად!
6. ყველა ეპითეტი და მეტაფორა გამოგვიყენებია, რომ ნაცნობებისთვის შაკიკის შეტევა აღგვეწერა
წარმოიდგინე, შიგნიდან რიტმულად პატარ-პატარა ჩაქუჩებს გირტყამენ, ოღონდ — ცალ მხარეს; არა, დაიცა, წარმოიდგინე, კატოკმა გადაგიარა — ცალ მხარეს; წარმოიდგინე, თვალის ბუდეში ცეცხლის ბურთულა ჩაგივარდა;
წარმოიდგინე... მოდით, ნუ წარმოიდგენთ.
7. ბევრს ვტირით
ტკივილისგან :(
8. ჩუმ-ჩუმად იმასაც ვფიქრობთ, რომ ასეთი ტკივილი არავის გამოუცდია
"ბრენდი ვარ, ბრენდი, შეიგნეთ!"
9. უკაცრიელ კუნძულზე ერთი ნივთის წაღება რომ შეგვეძლოს, ტკივილგამაყუჩებელს წავიღებდით
თქვენ ჯვარი გწერიათ, ისეთი რაღაცები გვიდევს ჩანთაში...
10. იმის მისახვედრად, თუ რა ამწვავებს შაკიკს, ყოველი დღის ყოველ ნაბიჯს ვინიშნავთ და ვაანალიზებთ
რა ამინდი იყო შვიდის ოცდარვა წუთზე, როცა მესამედ ვჭამე? რა მეცვა? ქარი ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავდა თუ პირიქით? მარჯვენა ფეხით ავდექით თუ მარცხენათი? იყო მერკური რეტროგრადში?....
ბონუს ფაქტი: უმეტესად მშვენივრად ვმუშაობთ, შაკიკის შეტევებს გმირულად ვუმკლავდებით და დახმარებასაც იშვიათად ვითხოვთ, თუმცა ჩვენ გასაბედნიერებლად სულ ცოტაც საკმარისია
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები