ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის პრემიერაზე მის შვილს დედის ძველი კაბა ეცვა
18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე ფილმის — Eternals (მარადიულები) პრემიერა შედგა.
ოსკაროსანი ქლოა ჭაოს მიერ მარველისთვის გადაღებულ ამ ახალ ბლოკბასტერში ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც ანჯელინა ჯოლი, ჯემა ჩანი, რიჩარდ მადენი, სელმა ჰაიეკი და კიტ ჰარინგტონი არიან.
ფილმის პრემიერაც, ცხადია, ამ კაშკაშა ვარსკვლავებით იყო დახუნძლული.
თუმცა ეს საღამო ერთმა ემოციურმა დეტალმა ლამის მთლიანად გადაფარა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანჯელინა ჯოლი მარველის ამ ახალ ფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს და პრემიერაზეც თავის ხუთ შვილთან ერთად გამოცხადდა.
გარდა იმისა, რომ ეს საერთო ოჯახური მომენტი თავისთავად ყურადსაღები იყო, მალევე შენიშნა ბევრმა კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ: ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთ შვილს, სახელად ზაჰარას, დედის ძველი კაბა ეცვა, რომლითაც ანჯელინა 2014 წელს გამოჩნდა ოსკარების დაჯილდოებაზე.
ანჯელინა ჯოლიმ იქვე ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველას — მის შვილებსა და მას — ძველი, უკვე გამოყენებული სამოსი ეცვა და არა ახალი, როგორც ეს ასეთ ღონისძიებებზეა მიღებული ხოლმე.
ბევრმა მარტივად შენიშნა ისიც, რომ ზაჰარა არ იყო ერთადერთი, რომელსაც დედის ძველი სამოსი ეცვა: ანჯელინას კიდევ ერთ შვილს ეცვა მისი კაბა, რომლითაც თავად გასულ ზაფხულს საფრანგეთში გამოჩნდა.
ანჯელინა ჯოლის აქამდეც უსაუბრია ამ საკითხზე და ამჯერადაც აჩვენა ყველას, რომ მისთვის გარემოსდაცვითი საკითხები მნიშვნელოვანია და ჭარბი მოხმარების, მათ შორის ტანსაცმლის, შემცირებას ცდილობს.
ეს 46 წლის მსახიობი ხშირად იმასაც აღნიშნავს, რომ თავისი 16 წლის შვილთან, ზაჰარასთან, განსაკუთრებული სიახლოვე აქვს, ამიტომ გასაკვირიც არ არის, გარდერობსაც რომ იყოფენ.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები